მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების შესახებ

17.11.2022

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგის ოფისში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც სასამართლოს გუშაგის, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსამართლეები.  

შეხვედრას უძღვებოდნენ Democracy Reporting International-ის მკვლევარი ნინო წერეთელი და რომის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სიმონე ბენვენუტი. 

მომხსენებლები ამავდროულად მუშაობენ სასამართლო სისტემაში ფორმალური და არაფორმალური ანგარიშვალდებულების მექანიზმების კვლევაზე, რომელიც დაფინანსებულია იტალიისა და საქართველოს სამეცნიერო ფონდების მიერ  (Consiglio Nazionale delle Ricerche (CNR-Italy), შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი).

პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლოს სისტემის ანგარიშვალდებულებას, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში. მათ ასევე მიმოიხილეს სასამართლოს ანგარიშვალდებულებების კონცეფცია, ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ურთიერთმიმართება. შეხვედრის დასასრულს სიმონე ბენვენუტიმ მონაწილეებს გააცნო იტალიაში სასამართლოს თავმჯდომარეებისა და მოსამართლეთა დაწინაურების (წახალისების) მოდელი.