ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „სასამართლოს გუშაგის" ოფისს ესტუმრა

07.09.2022

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „სასამართლოს გუშაგის" ოფისს ესტუმრა. ევროპარლამენტარი შეხვდა ორგანიზაციის დირექტორს, ნაზი ჯანეზაშვილს და თანამშრომლებს.

„სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლებმა ვიოლა ფონ კრამონს ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებები და საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები გააცნეს.

გარდა ამისა, განხილული იქნა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთანავე, ნაზი ჯანეზაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "საქართველოს სასამართლოს გუშაგს" საქართველოს პარლამენტმა არ მისცა შესაძლებლობა, ჩართულიყო სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში.