სასამართლოს გუშაგმა ბათუმში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩაატარა

30.03.2023

2023 წლის 30 მარტს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ბათუმში, მედიის ადგილობრივი წარმომადგენლებთან სემინარი ჩაატარა თემაზე: სასამართლო რეფორმა და სასამართლო რეფორმის აქტუალური საკითხები.

სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა, ორგანიზაციის პროექტის „სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ინდექსის“ პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ იურისტები, სულხან სალაძე და ანა თავხელიძე, ასევე ჟურნალისტი და კინომცოდნე, ნინია კაკაბაძე.

ანა თავხელიძემ სასამართლოს როლი ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მიმოიხილა, სულხან სალაძემ სასამართლო სისტემის საჯაროობასთან დაკავშირებით ისაუბრა, ხოლო ნინია კაკაბაძემ სასამართლოს თემაზე ფილმის ჩვენება გამართა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე - მოსახლეობისთვის, სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლების თაობაზე.

ღონისძება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.