2023 წლის სექტემბრის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2-ჯერ დაინიშნა: აქედან ჩატარდა ერთხელ და გადაიდო ერთხელ (სხდომა დაიწყო 1 საათამდე დაგვიანებით)
ძირითადი მიგნებები
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა გადაწყვეტილება მიიღო ერთხმად, განსხვავებული აზრი/შეკითხვა არ დაფიქსირებულა;
- სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ორგანული კანონის დარღვევით - მხოლოდ 1 სამუშაო დღით ადრე, ნაცვლად არანაკლებ 3 სამუშაო დღისა.
25 სექტემბერი, 2023
სხდომაზე საკითხების განხილვას საერთო ჯამში 12 წუთი დაეთმო.
სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.
დღის წესრიგი:
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები საერთო სასამართლოების ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები საერთო სასამართლოებში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- ზოგიერთი მოსამართლის საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი;
- იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხი;
- ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
- საორგანიზაციო საკითხები.
სხდომაზე განხილული ძირითადი საკითხები/გადაწყვეტილებები:
- პირველი საკითხი „სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები“ შეეხებოდა საერთო სასამართლოების ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება განკარგულების პროექტის დამტკიცების თაობაზე.
- მეორე საკითხ „სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილები საერთო სასამართლოებში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ - გადაიდო.
- მესამე საკითხი, ზოგიერთი მოსამართლის საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე, შეხებოდა მოსამართლეების ავტომობილის საწვავისთვის თანხით უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნა ერთხმად დაკმაყოფილდა.
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილის“ - განხილვა გადაიდო, რადგან საბჭომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატურა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
- იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხი შეეხებოდა, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადებას. უმაღლესმა საბჭომ კონკურსი ერთხმად გამოცხადდა.
- დღის საკითხით გათვალისწინებული მეექვსე საკითხის ფარგლებში „ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოებში პალატების/კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ - განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვეფხვია ლომიძის განცხადება, რომლის თანახმადაც ის ითხოვდა სისხლის სამართლის საქმეთა პალატიდან ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გადაყვანას. მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დააკმაყოფილა.
- ბოლო საკითხი „საორგანიზაციო საკითხები“ - დახურულად გამოცხადდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი - “საბჭოს მიღმაა.”
შემდეგი სხდომა 29 სექტემბერს დაინიშნა, თუმცა მალევე გადაიდო.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.