„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ (Georgian Court Watch) აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის ვაკანსიაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- მედიასთან კომუნიკაცია, პრესრელიზების მომზადება და გავრცელება
- პრესკონფერენციების და სხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება
- ვლოგების და გრაფიკული ვიზუალური მასალის კონცეფციის შემუშავებასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება
- ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხების მართვა
- Copywriting ქართულად და ინგლისურ ენებზე
- საჭიროების შემთხვევაში ვებდეველოპერთან თანამშრომლობა
- შედეგების ყოველთვიური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მიდგომების ტექნიკების მოძიება, დანერგვა, განვითარება
 ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან/და ჟურნალისტიკის მიმართულებით)
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მედიის (მათ შორის სოციალური მედიის) მიმართულებით
- Adobe Illustrator -ის ან Photoshop-ის ცოდნა
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერის უნარი
- კომუნიკაციის, დროის ეფექტიანი მენეჯმენტის, ანალიტიკური აზროვნების, ორგანიზების, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის კარგი უნარი 
 პირობები:
 სამუშაო ადგილი: თბილისი
 გრაფიკი: 10:00-18:00 (1 სთ შესვენება,) შაბათ-კვირას დასვენება
 ანაზღაურება: 720 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)
 შერჩევის ეტაპები:
 - რეზიუმეების გადარჩევა
 - ინდივიდუალური გასაუბრება
 - სამუშაოს აღწერილობის შესაბამისი დავალების შესრულება (მაგ.: ანონსის, პრესრელიზის, ვიზუალიზაციის მომზადება), რათა კანდიდატს მისი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცეს
 თუ მზად ხართ ცვლილებებისთვის და გაქვთ სურვილი, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოთ მართლმსაჯულების საკითხებზე, გამოგვიგზავნეთ:
- რეზიუმე (CV)
- ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია
- სამოტივაციო წერილი 
 გთხოვთ, თქვენი დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: gcourtwatch@gmail.com
 სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - PR მენეჯერი.
 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2024 წლის 4 მარტი.