აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის
პროექტის მიზანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობით, მონიტორინგითა და ადვოკატირებით. გამომდინარე აქედან, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ შექმნის და გააძლიერებს აქტიური მოქალაქეების ქსელს ქუთაისსა და რუსთავში.
შესაბამისად, ორგანიზაცია რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს ქსელის წევრებისთვის, სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლის ძიების თაობაზე.
დონორი: ევროპის ფონდი, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.
ვადები: 16/05/2022 - 16/08/2022
ბიუჯეტი: 72,985 ლარი