„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, რომელიც 2021 წლის ივლისში დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების მეშვეობით.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელია ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი (2017-2021).

ორგანიზაციის მისიაა ქართული მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში საზოგადოების  ჩართულობის გაზრდა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

მისიის განხორციელების მიზნით ორგანიზაცია:

  • ახორციელებს საზოგადოების მობილიზაციისა და ინფორმირების კამპანიებს, ეწევა საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირებას;
  • უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის თანმიმდევრულ მონიტორინგს;
  • ერთვება შესაბამისი საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესებში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სთავაზობს შესაბამის კვლევებსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სტრატეგიულ სამართალწარმოებას.