პროექტის ამოცანაა, სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტის შექმნა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს გუშაგმა მოხალისეთა მონაწილეობით ჩაატარა სასამართლო პროცესების მონიტორინგი ქ. გორში.

დონორი: USAID/PROLoG
ვადები: 09/15/2021 - 11/14/2021
ბიუჯეტი: $6,998

პროექტის ფარგლებში „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ თანამშრომლობდა გორის რაიონულ სასამართლოსთან, შედეგად ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ ნებისმიერ ღია სასამართლო სხდომებზე, მათ შორის, დისტანციურ სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. დადებითად უნდა შეფასდეს გორის რაიონული სასამართლოს თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა, რომლებიც მოხალისეებს საორგანიზაციო საკითხებში უწევდნენ დახმარებას მონიტორინგის მიმდინარეობისას.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გორის რაიონული სასამართლოს პროცესების მონიტორინგის შედეგები (ანგარიში).