საქართველოს სასამართლო გუშაგი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლოს სადამკვირვებლო ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" (Georgian Court Watch) დააფუძნა. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.
"სულ მალე ვიწყებთ ორი ახალი პროექტის განხორციელებას. დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ საინტერესო და ინოვაციურია. ვიწყებ მჭიდრო თანამშრომლობას ევროპაში სასამართლო სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციასთან, რომლებიც მათ უნიკალურ გამოცდილებას მიზიარებენ.