თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მოთხოვნით.მოქალაქეებს, იურიდიული პირების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს შეუძლიათ მოგვმართონ მათთან დაკავშირებული/მათ წარმოებაში არსებული საქმეების მონიტორინგისთვის.
ჩვენ მზად ვართ დავესწროთ თქვენთან დაკავშირებულ/თქვენს წარმოებაში არსებულ (სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის) საქმეებს.
ჩვენი მოხალისე დამკვირვებლები წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით შეაფასებენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას შემდეგ სასამართლოებში:
- ბათუმის საქალაქო სასამართლო
- ბოლნისის რაიონული სასამართლო
- გორის რაიონული სასამართლო
- გურჯაანის რაიონული სასამართლო
- ზუგდიდის რაიონული სასამართლო
- კასპის მაგისტრატი სასამართლო
- მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
- მცხეთის რაიონული სასამართლო
- რუსთავის საქალაქო სასამართლო
- ფოთის საქალაქო სასამართლო
- ქარელის მაგისტრატი სასამართლო
- ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები
- ხაშურის რაიონული სასამართლო
- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მონიტორინგის შედეგები აისახება საქართველოს სასამართლოს გუშაგის მიერ მომზადებულ ანგარიშში კონკრეტული მხარისა თუ საქმის იდენტიფიცირების გარეშე.
ვინაიდან პროექტი დაფუძნებულია მოხალისეობრივ პრინციპზე, მონიტორინგისთვის შერჩეულ საქმეთა რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანურ რესურსზე, შესაბამისად ორგანიზაცია იტოვებს უფლებას თავად შეარჩიოს სასამართლო პროცესი მონიტორინგის მიზნით.ვხელმძღვანელობთ ქვემოთ მოცემული პრიორიტეტების მიხედვით.I სისხლის სამართლის საქმეები:
- სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, დანაშაული ოჯახის და არასრულწლოვანის წინააღმდეგ, ეკონომიკური დანაშაული, შრომის კანონმდებლობის დარღვევა და სამუშაო ადგილის უსაფრთხოების წესების დარღვევა, დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, თანასწორობის, დისკრიმინაციის შემთხვევები და შშმ პირთა უფლებების დარღვევა და სხვ.
II სამოქალაქო საქმეები:
- დავები საოჯახო სამართალში, სამეწარმეო-სამართლებრივი დავები, შრომის სამართლის დავები, დავები ქონებრივ სამართალში და სხვ.
III ადმინისტრაციული საქმეები:
- ადმინისტრაციული პატიმრობა, შრომითი ურთიერთობა, საჯარო ინფორმაციის გაცემა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განხორციელება, დავები სოციალურ საკითხებზე და სხვ.
ინიციატივის მხარდამჭერია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული ფორმა ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
ლუბლიანას ქ. N 13ბ, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ.: 032 219 70 04 ელ. ფოსტა: info@courtwatch.ge
ტელეფონის მეშვეობით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა -11:00 სთ-იდან 18:00 სთ-მდე.