საქართველოს სასამართლოს გუშაგის გუნდმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების მეთოდოლოგია და ჩაატარა კვლევა, რომლის საფუძველზე ქულათა სისტემით შეფასდა საერთო სასამართლოების ეფექტიანობა. სასამართლოების სისტემური შეფასების პროცესი მოიცავდა არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გზით მონაცემების შეგროვებას, არამედ ვიზიტებს საქართველოს ყველა სასამართლოში.
შესაბამისად, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსია 30,70%.