პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მათი სამართლებრივი სოციალიზაციის ხელშეწყობის გზით. პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა
საზაფხულო ბანაკის ორგანიზება ქვემო ქართლის ახალგაზრდებისთვის.
დონორი: პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გრანტით. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი“ (NHC), ჰერტის სკოლის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის მიერ.
ნიდელრანდების ჰელისნკის კომიტეტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებებს და აძლიერებს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომლებიც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოები არიან.
ვადები: 15/03/2024 - 15/09/2024
ბიუჯეტი: €11,850
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულადაა პასუხისმგებელი ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.