პროექტის ამოცანაა, შეიქმნას სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი. გამომდინარე აქედან, სასამართლოს გუშაგი აცხადებს მოხალისეთა მიღებას სასამართლოს მონიტორინგის პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

სასამართლო პროცესების მონიტორინგი განხორციელდება იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს, თუმცა პროფესიით არ არიან იურისტები. ხოლო სასამართლო პროცესების მონიტორინგის დაწყებამდე მათთვის ჩატარდება ლექციები შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე.

ორგანიზაცია ამ ეტაპზე პროექტს განახორციელებს ქ. გორში.

დონორი: USAID/PROLoG