პროექტს ახორციელებს საქართველოს სასამართლოს გუშაგი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით

ანა ნანავა

მოხალისე ზუგდიდის სასამართლოში

სასამართლო პროცესზე დაკვირვება ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. თუმცა, მოლოდინი მქონდა, რომ მეტი ადამიანი იქნებოდა პროცესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება სასამართლოს საქმიანობით და ერთად შევძლებთ ამ სისტემის გაჯანსაღებას.

რატი რამიშვილი

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

სასამართლოს გუშაგის მიერ შემოთავაზებული პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ამით მოსახლეობა მეტად ეცნობა იმას თუ, როგორ და რა პირობებში ხორციელდება მართლმსაჯულება და ქვეყანაში ჩნდება ინტერესი სასამართლოს მიმართ. პროექტში მონაწილეობა ძალიან საინტერესოა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ პროექტში თითოეული მოქალაქე პირადად უნდა ჩაერთოს, ჩვენ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეული წვლილი შევიტანოთ სასამართლოს სამართლიანობაში.

ნინო ადუაშვილი

მოხალისე გორის სასამართლოში

ვფიქრობ, ყველა მოქალაქის ვალია, წვლილი შევიტანოთ სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებაში და ერთიანი ძალებით შევცვალოთ სასამართლო უკეთესობისკენ.

გიორგი თათანაშვილი

მოხალისე ქარელის, გორისა და ხაშურის სასამართლოებში

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოხალისის წვლილი მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს მონიტორინგის პროცესში, რადგან ყველა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, საკუთარი როლი სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებაში. სამართლიანი სასამართლო გულისხმობს, სამართლიან ქვეყანას. ეს პროექტიც სწორედ ამას ემსახურება.

ალა ჯაბიძე

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

სასამართლოს უნდა ვენდოთ თუ არა, ამას მხოლოდ პროცესების მონიტორინგისას ვხვდებით. და თუ არ ვენდობით, ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ სასამართლო სისტემაში არსებული რეალობის შეცვლისათვის.

გოჩა მჟავანაძე

მოხალისე ბათუმის სასამართლოში

ვფიქრობ, ერთად უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც აუცილებლად უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ევროპულ ოჯახში. უპირველესად ამიტომ ჩავერთე მონიტორინგის პროექტში, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს სასამართლოს გაჯანსაღებაში.

თეკლა მურუსიძე

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

საქართველოს სასამართლოს გუშაგი ახორციელებს პროექტს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, მართლმსაჯულება ყოველთვის იყო და იქნება პირველ ადგილზე, საჭიროა ყოველმა ჩვენგანმა მნიშვნელბა მიანიჭოს იმ ფაქტს, რომ სასამართლოს საქმიანობაში ერთიანი ჩართულობით მცირედი ხარვეზები, რომლებიც დღესდღეობით სასამართლოს საქმიანობას ახასიათებს, მარტივად აღმოიფხვრება.

თიკო დავითაძე

მოხალისე ბათუმის სასამართლოში

ადამიანის თვითპრეზენტაცია მიუთითებს ჩვენს ძალისხმევაზე მოვახდინოთ შთაბეჭდილებების კონტროლი, რომელსაც ვტოვებთ სხვებში. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას სწორი და სამართლიანი ხმა მივაწოდოთ საზოგადოებას, რათა მეტად ინფორმირებულები იყვნენ სასამართლოში არსებული პროცესების წარმართვის შესახებ.

მარიამ მაისურაძე

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

ვფიქრობ, სრულყოფილი სასამართლოს არსებობა ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, რაც თითოეული მოქალაქის სურვილია. სასამართლოს განვითარებაში ჩვენი მონაწილეობა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც მის სამართლიანობას იმ ხალხზე უკეთ ვერავინ შეაფასებს, ვინც პროცესზე მიღებული გადაწყვეტილებებს ადრესატია.

ხატია ნონიაშვილი

მოხალისე ბოლნისისა და რუსთავის სასამართლოებში

საქართველოს სასამართლო გუშაგი ახორციელებს გამორჩეულ პროექტს საზოგადოებისთვის, მასში ჩართულობა კი გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ვინაიდან მხოლოდ ამგვარი სასამართლო გახლავთ სასამართლო ნდობის წინაპირობა და მნიშვნელოვანი გარანტი.

ნანა შურღაია

მოხალისე მცხეთისა და რუსთავის სასამართლოებში

კარგი შესაძლებლობაა, როდესაც ერთვები სასამართლო პროცესში და აკვირდები სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი აქტიური ჩართულობით სასამართლო სისტემას უფრო გავაუმჯობესებთ.

ნინო ჩომახაშვილი

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა ჩაერთოს მსგავს პროექტებში, რადგან სამართლიანი სასამართლოს მომავალი ჩვენს ხელშია.

ლაზარე ბოხოჩაძე

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

ჩემი აზრით, სასამართლოს მონიტორინგის პროექტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან, ის ზრუნავს აღმოფხვრას ისეთი არაიურიდიული პრობლემური ასპექტები, რომლებიც ხშირად ყურადღების გარეშე რჩება, თუმცა სასამართლოს სისტემის უშუალო შემადგენელი ნაწილია და უარყოფით როლს თამაშობს მის ქმედითობაში.

მარიამ ბესელია

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

რეალობაში პრაქტიკა ჩვენ გვეხმარება ნათლად დავინახოთ ის უპირატესობები, რაც გვაქვს და ამ პროექტის დახმარებით საზოგადოებას შანსი აქვს, აიმაღლოს ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალობაში და იმ დღევანდელ მოცემულობაში რა ეტაპზეც დგას საქართველოში სასამართლო.

დიანა გრიგორიანი

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

სამართლიანი სასამართლოს შექმნა თითოეული ჩვენგანის უმთავრეს ღირებულებასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უნდა წარმოადგენდეს. დროა ყველა გავერთიანდეთ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით, რაშიც აღნიშნული პროექტი და მოხალისეობრივი მონიტორინგი დაგვეხმარება.

დავით ლომსაძე

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

აღნიშნული პროექტით თითოეულ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში, ასევე - საკუთარი თვალით დაინახოს მისი ცუდი და კარგი მხარეები.

ნათია ჯანეზაშვილი

მოხალისე გორისა და ხაშურის სასამართლოებში

მოქალაქეთა მიერ სასამართლო პროცესებზე დაკვირვება უდავოდ ქმნის საქვეყნოობის პრინციპის რეალიზების, ქართული სასამართლო სისტემის დახვეწისა და მართლმსაჯულების სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოჩენის, აგრეთვე, სამართლიანი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლოს ჩამოყალიბების რეალურ გარანტიას, სადაც, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, დაცული იქნება კანონმდებლობით გარანტირებული მოქალაქეთა უფლებები და მათი კანონიერი ინტერესები.

ნინო ციცვიძე

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

ვფიქრობ, საინტერესო გამოწვევაა მოქალაქის თვალით დანახული სასამართლო სისტემა , რადგან ის ყველაზე ობიექტურად აკვირდება სასამართლო პროცესებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ თითოეული მოქალაქის ჩართულობა ხელს შეუწყობს ამ სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

ხატია მეზვრიშვილი

მოხალისე გორის სასამართლოში
დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელ და ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს სწორედ სამართლიანი სასამართლოს არსებობა წარმოადგენს, ამაში კი დიდ როლს ასრულებს საქართველოს სასამართლოს გუშაგის პროექტი.

ხატია სალთხუციშვილი

მოხალისე რუსთავის სასამართლოში
სამართლიანი და საქმეზე ორიენტირებული სასამართლო დღეს ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მცირედით დავეხმარო სასამართლო საქმიანობის უკეთ წარმართვას , რაც საზოგადოებას დაანახებს, რომ სასამართლოს ნდობა შესაძლებელია.

თამარ კვარაცხელია

მოხალისე რუსთავის სასამართლოში
ჩემი აზრით, ეს პროექტი და მასში ჩართულობა მნიშვნელოვანია ვინაიდან, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის.

ნინი მანია

მოხალისე მცხეთის სასამართლოში
საქართველოში სასამრთლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა დღემდე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად და საზოგადოებასა და სასამართლოს შორის არსებული გაუცხოების შესამცირებლად.

ნინო ხუციშვილი

მოხალისე გურჯაანის სასამართლოში

მადლობა ამ უმაგრეს პროექტს, ამ უმაგრეს ხალხს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ამ მართლაც მნიშვნელოვან საქმეში. მე მიხარია რომ ზუსტად სწორ ადგილას მოვხვდი სწორ დროს და ჩვენ, ყველა ერთად შევქმნით მნიშვნელოვან არგუმენტირებულ დოკუმენტს, რაზეც დაფუძნდება სამომავლოდ სასიკეთო ცვლილებები სასამართლი სისტემაში. უღრმესი მადლობა ყველას!

ბაჩო ჭანკოტაძე

მოხალისე ქუთაისის სასამართლოში

ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს სასამართლოს მონიტორინგში, განსაკუთრებით, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებსაც აინტერესებთ სასამართლო პროცესები.

ხატია ხაბაშვილი

მოხალისე გორის სასამართლოში

ვფიქრობ, დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი აქტიური ჩართულობით, შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში. აღნიშნული მიზნის მიღწევის საშუალებას კი, ნამდვილად, გვაძლევს სასამართლოს მონიტორინგის პროექტი, რომელიც სწორედ ხარისხიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

თემურ კოპაძე

მოხალისე გორის სასამართლოში

სასამართლო სისტემის მონიტორინგი, ვფიქრობ, საზოგადოების ყველა წევრის ვალდებულებაა, რადგან სწორედ ჩვენი აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს სწრაფი, ეფექტური და მიუკერძებელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

ანტონი აფრიამაშვილი

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

მისასალმებელია მსგავსი პროექტი, რადგან სასამართლოს გუშაგის მეშვეობით  საშუალება გვეძლევა, დავესწროთ სასამართლო პროცესებს მივიღოთ გამოცდილება და გავიგოთ, თუ რა პირობებში ხორციელდება მართლმსაჯულება. 

მეგი ჭეჟია

მოხალისე ზუგდიდის სასამართლოში

სასამართლო პროცესზე დაკვირვება ახალი გამოწვევა იყო და, რაც მთავარია, დიდი  გამოცდილება. 
მქონდა მოლოდინი იმისა, რომ  სასამართლო პროცესის დროს დარბაზი სავსე იქნებოდა, მაგრამ ვიმედოვნებ, მომავლისთვის ეს ცარიელი სივრცეები აივსება და  ერთად შევძლებთ ძლიერი სასამართლო ინსტიტუციის მშენებლობას!

მარიამ ლომაური

მოხალისე რუსთავის სასამართლოში

სამართლიანი სასამართლოს ცნება მოიცავს, არა მხოლოდ, სასამართლო პროცესს, არამედ, საქმის სამართლიან განხილვას პროცესის ყველა ეტაპზე. სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დემოკრატიულობის ჭრილში. მოხარული ვარ, რომ გავხდი მსგავსი პროექტის ნაწილი, ვინაიდან, მჯერა, რომ სასამართლოს მონიტორინგი დაგვეხმარება იმ მინუსების მოძიებასა და აღმოფხვრაში, რომლებიც დღეს ქართულ სასამართლო სისტემაში გვხვდება.

ქეთი თანდაშვილი

მოხალისე გორის სასამართლოში

ჩემთვის დამოუკიდებელი,მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო ნიშნავს თითოეული მოქალაქის უფლებას, იპოვოს სამართალი. ეს არის გზა ევროპისკენ და ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად.

სამართლიანი სასამართლო ყველას!