პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდას, სასამართლო სისტემის ინოვაციური მეთოდოლოგიით შეფასების გზით. გამომდინარე აქედან, ორგანიზაცია შეიმუშავებს საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსს და შეაფასებს საერთო სასამართლოების ეფექტიანობას.

გარდა ამისა, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე მოსახლეობისთვის, სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლის თაობაზე.