პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA - “რეგიონი გარდამავალ პერიოდში” პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.

პროექტი მიზნად ისახავს ჩვენი ორგანიზაციის სასამართლო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგის მიმართულებით გაძლიერებას, რაც მიღწეული იქნება ორგანიზაციის თანამშრომლების ინდივიდუალური სწავლებით, მოხალისეების ტრენინგით და მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე მუშაობის პროცესში საფუძვლიანი მხარდაჭერით. შესაბამისად, ჩატარდება სასწავლო ვიზიტები როგორც საქართველოში, ასევე - პოლონეთში.

გაფორმდება პარტნიორობის შეთანხმება „საქართველოს სასამართლოს გუშაგსა“ და Court Watch Polska-ს შორის.
ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ პირველ პარტნიორულ პროექტს იწყებს პოლონელ კოლეგებთან ერთად.