როგორ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა 2024 წელს

07.03.2024
გაეცანით განახლებად ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ.

3 აპრილი


3 აპრილს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება დანიშნული იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის 3 მონაწილესთან: ბადრი შონიას, სიმონ ჩხაიძეს და პაატა შავაძეს, რომელთაგან გასაუბრებაზე გამოცხადება ვერ მოახერხა მხოლოდ პაატა შავაძემ.

ბადრი შონიას გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 1 საათი და 13 წუთი გაგრძელდა. გასაუბრებას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღკესი საბჭოს წევრები ნინო ქადაგიძე, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე. გასაუბრებას მოგვიანებით შემოუერთა ქეთევან ცინცაძე. გასაუბრების ფარგლებში კანდიდატს დაუსვეს დაახლოებით 20 შეკითხვა რომელიც ძირითადად პროფესიულ ცოდნას ეხებოდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით.

კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:

1. ლევან მიქაბერიძემ - 5 შეკითხვა;
2. გიორგი გზობავამ - 2  შეკითხვა;
3. თემურ გოგოხიამ - 1 შეკითხვა;
4. ლევან მურუსიძემ - 4 შეკითხვა;
5. დიმიტრი გვრიტიშვილმა - 1 შეკითხვა;
6.გოგა კიკილაშვილმა - 2 შეკითხვა;
7. თამარ ღვამიჩავამ - 2 შეკითხვა;
8. ტრისტან ბენაშვილმა - 2 შეკითხვა;
9. ნიკოლოზ მარსაგაშვილმა - 2 შეკითხვა.


სიმონ ჩხაიძის გასაუბრება გაგრძელდა 1 საათი და 40 წუთი. გასაუბრებას არ ესწრებოდნენ საბჭოს წევრები ნინო ქადაგიძე, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე.  საბჭოს წევრებმა კანდიდატს სულ დაახლოებით დაუსვეს  25 შეკითხვა, რომლებიც უკავშირდებოდა პროფესიულ ცოდნასა და სამოსამართლო გამოცდილებას.

კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:

1. დიმიტრი გვრიტიშვილმა - 4შეკითხვა;
2. გოგა კიკილაშვილმა - 2 შეკითხვა;
3. გიორგი გზობავამ - 2 შეკითხვა;
4. ლევან მიქაბერიძემ - 6 შეკითხვა;
5. თამარ ღვამიჩავამ - 1 შეკითხვა;
6. ზურაბ გურასპაშვილმა - 2 შეკითხვა;
7. ქეთევან ცინცაძემ - 4 შეკითხვა;
8. ტრისტან ბენაშვილმა - 3 შეკითხვა.

2 აპრილი, 2024 წელი

2 აპრილს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება დანიშნული იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის 3 მონაწილესთან: მერაბ ლომიძეს, პაატა სილაგაძესა და გიზო უბილავასთან. 

ერთერთი კანდიდატი - მერაბ ლომიძე დანიშნულ დროს გასაუბრებაზე არ გამოცხადდა, რის გამოც გასაუბრება თითქმის 2 საათის დაგვიანებით - 12:54 სთ-ზე დაიწყო. კანდიდატებთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი: ლევან თევზაძე და ვასილ მშვენიერაძე. 

პაატა სილაგაძესთან გასაუბრება ერთი საათი და 5 წუთი გაგრძელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს დაახლოებით 13 შეკითხვა დაუსვეს. საბჭოს წევრები ძირითადად ინტერესდებოდნენ კანდიდატის სუბიექტური დამოკიდებულებით ამა თუ იმ სამართლებრივი ინსტიტუტის მიმართ, კერძოდ რას ფიქრობს იგი კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით და როგორია მისი გამოცდილება ამ კუთხით   (მაგ. როგორია მისი სამოსამართლო პრაქტიკა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით? ინკვიზიციური პროცესი უფრო მისაღებია მისთვის თუ შეჯიბრებითი? და სხვ.) 

კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:

  1. დიმიტრი გვრიტიშვილმა -1 კითხვა 
  2. ტრისტან ბენაშვილი -  1 კითხვა ;
  3. ლევან მიქაბერიძემ - 2 კითხვა, 
  4. გოგა კიკილაშვილმა - 1 კითხვა 
  5. გიორგი გზობავამ - 1 კითხვა
  6. თემურ გოგოხიამ - 1 კითხვა
  7. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა -2 კითხვა
  8. თამარ ღვამიჩავამ - 1 კითხვა
  9. ზურაბ გურასპაშვილმა - 1 კითხვა
  10. ნინო ქადაგიძემ - 1 კითხვა
  11. ქეთევან ცინცაძემ - 1 კითხვა 

გიზო უბილავასთან გასაუბრება ერთი საათი და 10 წუთი გაგრძელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს 20 შეკითხვა დაუსვეს, მათგან ერთი დამაზუსტებელი. შეკითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა სისხლის სამართლის თეორიულ საკითხებს. 

კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს:

  1. ტრისტან ბენაშვილმა -  3 კითხვა ;
  2. ზურაბ გურასპაშვილმა - 2 კითხვა, 
  3. გოგა კიკილაშვილმა - 2 კითხვა 
  4. გიორგი გზობავამ - 1 კითხვა
  5. თემურ გოგოხიამ - 3 კითხვა
  6. თამარ ღვამიჩავამ -2 კითხვა
  7. ლევან ნემსაძემ - 2 კითხვა
  8. ლევან მიქაბერიძემ - 1 კითხვა
  9. დიმიტრი გვრიტიშვილმა - 2 კითხვა
  10. ქეთევან ცინცაძემ - 1 კითხვა 

1  აპრილი, 2024 წელი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების  გასაუბრება გრძელდება, 1 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლიანა კაჟაშვილს, ალექსანდრე კობაიძეს და ეკატერინე კულულაშვილს გაესაუბრნენ.

კანდიდატებთან გასაუბრებას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრები ლევან თევზაძე. ლიანა კაჟაშვილთან გასაუბრებას 40 წუთის შემდეგ შემოუერთდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა.

ლიანა კაჟაშვილთან გასაუბრება 1 საათი და 3 წუთი გაგრძელდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს დაახლოებით 40 შეკითხვა დაუსვეს, აქედან დაახლოებით ნახევარი დამაზუსტებელი ან/და შემხვედრი შეკითხვა იყო:

  1. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დასვა 2 კითხვა, მათგან ერთი მოტივაციას შეეხებოდა, მეორე კი დამაზუსტებელი იყო;
  2. დიმიტრი გვრიტიშვილმა დასვა 10 კითხვა დასვა, მათგან დაახლოებით ნახევარი იყო - შემხვედრი/დამაზუსტებელი;
  3. ქეთევან ცინცაძემ დასვა 9 შეკითხვა, მათგან 3 - იყო დამაზუსტებელი; 
  4. ლევან მიქაბერიძემ დასვა 6 კითხვა, მათგან 2- იყო დამაზუსტებელი; 
  5. ტრისტან ბენაშვილმა დასვა 3 კითხვა, მათგან 1- იყო დამაზუსტებელი;
  6. გოგა კიკილაშვილმა დასვა 2 კითხვა;
  7. თამარ ღვამიჩავამ დასვა 3 კითხვა, მათგან 1- იყო დამაზუსტებელი;
  8. ლევან ნემსაძემ დასვა 1 კითხვა;
  9. თემურ გოგოხიამ დასვა 1 კითხვა;
  10. ლევან მურუსიძემ დასვა 2 კითხვა;
  11. გიორგი გზობავამ დასვა 1 კითხვა;
  12. ზურაბ გურასპაშვილმა დასვა  1 კითხვა.

ალექსანდრე კობაიძესთან გასაუბრება 1 საათი და 50 წუთი გაგრძელდა, კანდიდატთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრები ლევან თევზაძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს 80-მდე შეკითხვა დაუსვეს:

  1. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დასვა 3 კითხვა, მათგან ერთი - იყო დამაზუსტებელი;
  2. დიმიტრი გვრიტიშვილმა დასვა 13 კითხვა დასვა, მათგან დაახლოებით ნახევარი გამომდინარეობდა კანდიდატის მიერ წარდგენილი მოტივაციიდან, ასევე კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მითითებით;
  3. ქეთევან ცინცაძემ დასვა 3 შეკითხვა;
  4. ლევან მიქაბერიძემ დასვა 5 კითხვა, მათგან ნაწილი - იყო დამაზუსტებელი; 
  5. ტრისტან ბენაშვილმა დასვა 5 კითხვა, მათგან ნაწილი - იყო დამაზუსტებელი;
  6. გოგა კიკილაშვილმა დასვა 2 შეკითხვა;
  7. თამარ ღვამიჩავამ დასვა 9 კითხვა, მათგან დაახლოებით ნახევარი - იყო დამაზუსტებელი;
  8. ლევან ნემსაძემ დასვა 2კითხვა;
  9. თემურ გოგოხიამ დასვა 8 კითხვა, მათგან დაახლოებით ნახევარი - იყო დამაზუსტებელი;
  10. ლევან მურუსიძემ დასვა 4 კითხვა, მათგან ნაწილი - იყო დამაზუსტებელი;
  11. გიორგი გზობავამ დასვა 5 კითხვა, მათგან ნაწილი - იყო დამაზუსტებელი;
  12. ზურაბ გურასპაშვილმა დასვა  6 კითხვა, მათგან დაახლოებით ნახევარი - იყო დამაზუსტებელი;
  13. ვასილ მშვენიერაძემ დასვა  6 კითხვა, მათგან ნაწილი - იყო დამაზუსტებელი;
  14. ნინო ქადაგიძემ დასვა  7 კითხვა, მათგან ნაწილი - იყო დამაზუსტებელი;

ეკატერინე კულულაშვილთან გასაუბრება 1 საათი და 3 წუთი გაგრძელდა, კანდიდატთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრები ლევან თევზაძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს დაახლოებით 20 კითხვა დაუსვეს:

  1. ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დასვა 4 კითხვა;
  2. დიმიტრი გვრიტიშვილმა დასვა 2 კითხვა დასვა;
  3. ქეთევან ცინცაძემ დასვა 3 შეკითხვა;
  4. ლევან მიქაბერიძემ დასვა 3 კითხვა;
  5. ტრისტან ბენაშვილმა დასვა 2 კითხვა;
  6. ლევან ნემსაძემ დასვა 2კითხვა;
  7. ლევან მურუსიძემ დასვა 1 კითხვა;
  8. გიორგი გზობავამ დასვა 1 კითხვა;
  9. ზურაბ გურასპაშვილმა დასვა  1 კითხვა;
  10. ვასილ მშვენიერაძემ დასვა  1 კითხვა;
  11. ნინო ქადაგიძემ დასვა  2 კითხვა.

29 მარტი, 2024 წელი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თამარ ალფაიძის და ირაკლი ბონდარენკოს გასაუბრების შემდეგ გიორგი გოგინაშვილს, გოჩა დიდავას და ლაშა თავართქილაძეს გაესაუბრნენ.

კანდიდატებთან გასაუბრებას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ქეთევან ცინცაძე და ვასილ მშვენიერაძე.

  • გიორგი გოგინაშვილთან გასაუბრება 1 საათი და 10 წუთი გაგრძელდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს დაახლოებით 20 შეკითხვა დაუსვეს;
  • გოჩა დიდავასთან გასაუბრება 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს 15-მდე შეკითხვა დაუსვეს;
  • ლაშა თავართქილაძესთან გასაუბრება ერთ საათამდე გაგრძელდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატს 13-მდე შეკითხვა დაუსვეს.

27 მარტი, 2024 წელი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 2024 წლის 27 მარტს დაიწყო. უმაღლესი საბჭოს წევრები თამარ ალფაიძეს და ირაკლი ბონდარენკოს გაესაუბრნენ. 

კანდიდატებთან გასაუბრებას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ქეთევან ცინცაძე.

  • ირაკლი ბონდარენკოსთან გასაუბრება 33 წუთი გაგრძელდა, მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების 20 შეკითხვას უპასუხა.
  • თამარ ალფაიძესთან გასაუბრება 58 წუთი გაგრძელდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 25-მდე შეკითხვა დასვეს, თამარ ალფაიძემ კითხვების ნაწილს უპასუხა. 

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე ორივე კანდიდატმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება და გაიზიარა უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვები უშუალოდ კეთილსინდისიერების შემოწმებას არ უკავშირდებოდა.

15 მარტი, 2024 წელი

2024 წლის 15 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა. ასხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციის ჩატარების თარიღი, რომელიც 2024 წლის 24 მარტით განისაზღვრა.

საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა, ვინაიდან ბადრი შონიასა და პაატა სილაგაძის მიერ საბჭოს დატოვების გამო საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი დარჩა. (უფრო დეტალურად იხ. 14 მარტი, 2024 წლის ინფორმაცია)

გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის/წევრების და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი/წევრების არჩევა. ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესში ცვლილების შეტანა. დღის წესრიგით ასევე განსაზღვრულია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა.

14 მარტი, 2024 წელი

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” წარმომადგენელი ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 მარტის სხდომას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა, ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ბადრი შონია და პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად.

7 მარტი, 2024 წელი

2024 წლის 7 მარტს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ონლაინ სისტემაში უზენაესი სასამართლოს რეგისტრირებულ კანდიდატთა დეკლარაციები გამოქვეყნდა.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად კანდიდატებად რეგისტრირებული პირები ვალდებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობა. კანდიდატის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას.

კანდიდატთა მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები საჯაროა და ქვეყნდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ონლაინ სისტემაში.

რეგისტრირებული 18 კანდიდატიდან, 13 მოქმედი მოსამართლეა. კანონის თანახმად მოქმედი მოსამართლეები, როგორც თანამდებობის პირები, ყოველწლიურად ისედაც წარადგენენ ქონებრივ დეკლარაციებს. თუმცა, რეგისტრირებული კანდიდატებიდან 4 პირი კერძო სექტორში საქმიანობს, შესაბამისად მათ მხოლოდ კანდიდატებად რეგისტრაციის შემდეგ წარმოეშვათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება. აღსანიშნავია რომ, ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული ერთ-ერთი კანდიდატის, ხატია ჯავახიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.

თითოეული კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

5 მარტი, 2024 წელი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, ხატია ჯავახიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვეღარ იქნება და მისი რეგისტრაცია უქმდება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატად რეგისტრირებულმა პირებმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან ერთად უნდა წარუდგინონ ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ცნობის წარდგენის ვადები განისაზღვრა 2024 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნარკოლოგიური ცნობები 2024 წლის 5 მარტით თარიღდება, თუმცა, ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული ერთ-ერთი კანდიდატის, ხატია ჯავახიშვილის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, მოხსნა თუ არა კანდიდატურა ხატია ჯავახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობა კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა.

23 თებერვალი, 2024 წელი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვებგვერდზე რეგისტრირებულ კანდიდატთა სია და ავტობიოგრაფიები გამოაქვეყნა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კანდიდატების დარეგისტრირების შესახებ ინფორმაცია და მათი ავტობიოგრაფიები სხდომის მე-2 დღეს, 2024 წლის 23 თებერვალს გამოაქვეყნა. 

22 თებერვალი, 2024 წელი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები:

  • ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მოსამართლე წევრი;
  • ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი;
  • პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში იყო საბჭოს წევრი (2013-2017 წლები), ამჟამად ის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
  • ლაშა თავართქილაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
  • ეკატერინე კულულაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • მერაბ ლომიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • ნათია მერაბიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
  • სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე;
  • გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • გიორგი გოგინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე;
  • ლიანა კაჟაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
  • ხატია ჯავახიშვილი, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის კონსულტანტი;
  • ალექსანდრე კობაიძე, ადვოკატი;
  • პაატა შავაძე, ადვოკატი;
  • თამარ ალფაიძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი.

15 თებერვალი, 2024 წელი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებების ელექტრონული ფორმით მიღება დასრულდა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით განცხადებები ელექტრონული ფორმით მიღებისთვის განისაზღვრა 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე პერიოდი.

25 იანვარი, 2024 წელი

სასამართლოს გუშაგის მიერ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ევროკავშირის პირობების შესრულებამდე დაიწყო“, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა საკუთარ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში, სადაც განმარტა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურები და კონკურსის ამ ეტაპზე გამოცხადების მიზნები. სასამართლოს გუშაგის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებულია იმაზე, რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება აჩენს კითხვებს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო.

24 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილებას 27 მოსამართლე ახორციელებს: რომელთაგან 24 არჩეულია უვადოდ, ხოლო სამი - 10 წლის ვადით. 2024 წლის ოქტომბერში 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს. 

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.

შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ.

29 დეკემბერი, 2023 წელი

უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ალექსანდრე წულაძე დატოვებდა მოსამართლის თანამდებობას, უზენაესი სასამართლო სრულად იყო დაკომპლექტებული, 28 მოსამართლის შემადგენლობით. შესაბამისად, ალექსანდრე წულაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ გაჩნდა ერთი ვაკანსია, რაც აღნიშნულ ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადების საფუძველი გახდა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგი