პირველი სამუშაო შეხვედრა Fundacja Court Watch Polska-ს წარმომადგენლებთან

28.09.2021

2021 წლის 28 სექტემბერს, გვქონდა პირველი სამუშაო შეხვედრა Fundacja Court Watch Polska-ს წარმომადგენლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ქართველი ექსპერტები, ასევე პოლონელი კოლეგები, რომლებმაც მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტი პოლონეთში ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს. 

შეხვედრაზე განვიხილეთ მოქალაქეების მიერ სასამართლოს მონიტორინგის ყველა ასპექტი, მათ შორის, რამდენად სასარგებლოა ეს მეთოდოლოგია არა მხოლოდ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ მოსამართლეებისთვისაც. როგორც ჩვენმა პოლონელმა ექსპერტებმა გვითხრეს, პოლონელი მოსამართლეები ამ პროექტს სარკეს უწოდებენ. 

ძალიან საინტერესო ფრაზა ითქვა ჩვენი პარტნიორის მიერ დღევანდელ შეხვედრაზე, რომ მოქალაქეების მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ "ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომ ისინი დაეხმარონ ერთმანეთს".

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.