ტრენინგი დედებისთვის სოფელ კაბალში

31.07.2024

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის -„ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სოციალიზაცია უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში გამართულ ჰაკათონში გამარჯვებული გუნდის წევრებმა, ფერი ისმიალოვამ და ელვინ თაღიევამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაბალში ეთნიკურად აზერბაიჯანელ დედებს ტრენინგი ჩაუტარეს.

პროექტი მიზნად ისახავდა სამართლებრივი სოციალიზაციის ხელშეწყობის გზით ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას. ტრენინგის მონაწილე დედებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ, ტრენინგის ბოლოს კი დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები და, როგორც დედებს, ასევე ბავშვებს  გადაეცათ სერტიფიკატები.

 ------------------------------------------------------------------------------------

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გრანტით. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის“ (NHC), ჰერტის სკოლის, ადამიანის უფლებათაცენტრისა და საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის მიერ.