საქართველოს სასამართლოს გუშაგი აგრძელებს გაჭიანურებული საქმეებით „დაზარალებულ“ პირებთან ინტერვიუების სერიას.
ქალბატონი ნ.ი. გვიყვება საქმეზე, რომლითაც მცხეთის რაიონულ სასამართლოს თითქმის 4 წლის წინ მიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერაც არ არის მიღებული.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით - თუ რა ეტაპზეა საქმის წარმოება და რას შეეხება განსახილველი საქმე - მოსარჩელეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- 2021 წლის ნოემბერში.
- 2023 წლის მაისში.
- საქმე ეხება მემკვიდრეობას. თაღლითური გზით გადაფორმებული მიწის და სახლის დაბრუნება მინდა, რომელიც ჩუმად გადაიფორმეს ძმისშვილმა, მისმა ცოლმა და ძმის ცოლმა. მემკვიდრეობის ცნობით მხოლოდ მეღა ვარ ცოცხალი.
- ვერ ვიგებ, ჩემი ადვოკატი მეუბნება ბევრი საქმეა სასამართლოში ასეთი და იმიტომ გრძელდებაო. არ ვიცი, ეს მატყუებს თუ თვითონ წელავენ საქმეს, ვერ ვიგებ.
ამ პასუხის მოსმენისას გაგვახსენდა ერთ-ერთი ადვოკატის წუხილი, რომელიც მან სასამართლოს გუშაგთან გაჭიანურებულ საქმეზე ინტერვიუს დროს გამოთქვა - „ეს [გაჭიანურებული საქმეები] ყველა ადვოკატისთვის პრობლემაა, რადგან მოქალაქეები შემდეგ ჩვენ მოგვმართავენ პრეტენზიით, რატომ აქამდე არ განიხილესო ჩემი საქმე. საერთოდ, ჩანიშნულიც კი არ არის ზოგიერთი საქმე. “
ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურება პრობლემებს უქმნის ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმიან ურთიერთობასაც.
ნ.ი.-ს ასევე ვკითხეთ, თუ გამოიყენა რაიმე ტიპის სამართლებრივი შესაძლებლობა, რათა დაეჩქარებინა თავისი საქმის განხილვის პროცესი და აღმოჩნდა, რომ მისი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
- არა, არ მიმიმართავს, ადვოკატთან მაქონდა გაფორმებული მინდობილობა სამი წლით, რომელსაც უკვე ვადა გაუვიდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი სასამართლო სხდომას დანიშნავს, მისი ადვოკატი უკვე მხარის წარმომადგენლად აღარ ჩაითვლება და ახალი რწმუნებულება იქნება საჭირო, რაც ზედმეტ ხარჯებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული.
რესპოდენტთან საუბრისას გაირკვა, რომ მას არ მიუმართავს სასამართლოსთვის იმისთვის, რომ მისი საქმე კანონით დადგენილ ვადებში განეხილათ.
სამწუხაროდ, სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურება უკავშირდება ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ საკითხებსაც, შესაბამისად, სასამართლოს გუშაგი ამ საკითხითაც დაინტერესდა
- საქმის განხილვის გაჭიანურებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ფინანსურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მე თვითონ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები და 12 წელი ლოგინად ჩავარდნილ მამას ვუვლიდი, როგორც მშობელს და საჯარო რეესტრმა ისე გაუფორმა იმას ქონება, ვინც არც კი სცნობდა მამაჩემს, არც უკითხიათ, მემკვიდრე ვინ იყო. ამასთან ლოდინმა გული გამილია. ისედაც 68 წლის, გულით და ძვალსახსრებით დაავადებული ვარ; პენსია შევაკოწიწე, ისე მივეცი ადვოკატს, ბაჟის ფულიც ისე გადავიხადე და ისიც არ ვიცი, სამართალს ვიპოვი თუ არა.
იქნებ კიდევ არის იმედი თქვენი სახით, რომ სიმართლეს ვიპოვი. გმადლობთ.