იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვეში სხდომა სულ 4-ჯერ ჩატარდა. ოთხივე შემთხვევაში დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე თებერვლის განმავლობაში სიახლეების ველში ინფორმაცია სულ 3-ჯერ განთავსდა.
5 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ.
განკარგულების მიხედვით, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 30 დეკემბრის N 1/161 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024წლის 31 დეკემბერს N1/163 განკარგულების ფარგლებში მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილეებად დარეგისტრირდნენ შემდეგი პირები:
1. აბაშიძე ივერი
2. თავართქილაძე ლაშა
3. კაჟაშვილი ლიანა
4. კოჭლამაზაშვილი არჩილ
5. კულულაშვილი ეკატერინე
6. ნემსაძე ლევან
7. შავაძე პაატა
8. ჯინჯოლია მიხეილ
განკარგულების მიხედვით, კანდიდატად არ დარეგისტრირდა თამარ ალფაიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ფორმის წარმოუდგენლობის გამო.
ვებგვერდზე ამავდროულად გამოქვეყნდა კანდიდატთა ბიოგრაფიებიც.
7 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის მიხედვით:
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 30 დეკემბრის N 1/164 განკარგულების ფარგლებში მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილეებად დარეგისტრირდნენ შემდეგი პირები:
1. აბაშიძე ივერი
2. გვრიტიშვილი დიმიტრი
3. თავართქილაძე ლაშა
4. კაჟაშვილი ლიანა
5. კოჭლამაზაშვილი არჩილ
6. კულულაშვილი ეკატერინე
7. ნემსაძე ლევან
8. შავაძე პაატა
9. ჯინჯოლია მიხეილ
25 თებერვალ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება „სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“. განკარგულების მიხედვით, კონკურსი გამოცხადდა 17 მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე. განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით.