ბოლო თვეების მანძილზე, პროტესტის ჩახშობის მიზნით, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების მიმართ არაერთი რეპრესიული მექანიზმი იყო გამოყენებული. მათ შორის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მექანიზმია შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმის დაკისრება შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის.
შსს-ს მიერ დემონსტრანტების დაჯარიმების ყველაზე გავრცელებული საფუძველი არის ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, რომლის ჩადენისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმა 10-ჯერ გაიზარდა თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით და დღეს 5 000 ლარს შეადგენს. ბოლო თვეების აქციების მონაწილეთა უმეტესი ნაწილი ერთხელ მაინც იყო დაჯარიმებული გზის ხელოვნური გადაკეტვის მიზეზით, უამრავი მათგანის მიმართ კი რამდენიმე სამართლადარღვევის ოქმი იყო შედგენილი.
გიორგი ლელაძე ერთერთია მათ შორის, რომელიც 2-ჯერ დაჯარიმდა, იანვრის თვეში, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნური გადაკეტვის გამო. ერთი ეხებოდა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ხოლო მეორე 17 იანვარს დაფიქსირებულ შემთხვევას. საქმეთა გაერთიანების შესახებ გიორგი ლელაძის ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე ორივე სამართალდარღვევის ოქმი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ერთად განიხილა. ორივე სამართლადარღვევის ოქმთან დაკავშირებით შსს-ს სასამართლოში წარდგენილი ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. შსს-ს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა ვიდეო ჩანაწერების საქმეზე მტკიცებულებად დართვის თაობაზე. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.
8 იანვრის შემთხვევასთან დაკავშირებულ ვიდეო ჩანაწერში და დაფიქსირებულია, რომ გიორგი ლელაძემ, რომელიც ტროტუარზე იდგა 20:44 წუთზე გადაჭრა გზა მივიდა პოლიციასთან რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ (სავარაუდოდ პოლიციას უსვამს შეკითხვას და მისგან იღებს უარს) უკან დაბრუნდა. ვიდეო ჩანაწერში ასევე დაფიქსირებულია, რომ ლელაძე მხოლოდ მას შემდეგ გადადის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, როდესაც ის უკვე გადაკეტილია სხვა პირების მიერ და პოლიცია ტოვებს ტერიტორიას. მიხედავად იმისა, რომ ლელაძის მიერ უშუალოდ გზის გადაკეტვის პროცესში მოანაწილეობის ამსახველი მტკიცებულება არ არის წარდგენილი, შსს-ს წარმომადგენელი ითხოვს მის სამართლადამრღვევად ცნობას და მისთვის კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას.
მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში ირკვევა, რომ 17 იანვრის ვიდეო ჩანაწერში აქციის მონაწილეების მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკეტვის დრო 20:42 წუთია დაფიქსირებული, ადვოკატის განცხადებით ამავე ჩანაწერში ჩანს, რომ გიორგი ლელაძე 21:00 საათსა და 04 წუთზე ფიქსირდება გზაზე, ანუ მაშინ, როდესაც პოლიციის თანხმობით, გზა უკვე 22 წუთის დაკეტილია. აღნიშნული მტკიცება შსს-ს წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია. მიუხედავად იმისა, მან ლელაძის დაჯარიმება მოითხოვა.
ლელაძის საქმე მხოლოდ ერთერთია იმ უამრავ საქმეთა შორის, სადაც პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას პირდაპირ ვერ ადასტურებს ვერცერთი მტკიცებულება, მეტიც შსს-ს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ხშირად დაცვის მხარის პოზიციას უფრო ამყარებს. მიუხედავად ამისა საქმის განმხილველი მოსამართლეები როგორც წესი უპირობოდ აკმაყოფილებენ აქციის მონაწილეების სამართალდამრღვვევად ცნობისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ შსს-ს მოთხოვნას.