იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიახლეები 2025 წლის აპრილში

07.05.2025

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდის მიხედვით, აპრილის თვეში სხდომა სულ 5-ჯერ ჩატარდა. ხუთივე სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო:

  • ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ;
  • ზოგიერთ რაიონულ (საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოში პალატების/კოლეგიების შემადგენლობისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;
  • საორგანიზაციო საკითხები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე აპრილის განმავლობაში სიახლეების ველში ინფორმაცია რამდენიმეჯერ გამოქვეყნდა. 

03 აპრილი, 2025 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით: „2025 წლის 4 აპრილს 16:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან ნემსაძეს გაესაუბრება.“

10 აპრილი, 2025 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანსიაზე (ვაკანტური - 2025 წლის 3 აპრილიდან) განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2025 წლის 14 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. 

15 აპრილი, 2025

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის შემდგომ ეტაპზე კანდიდატის გადასვლის შესახებ“. განკარგულების მიხედვით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინა არჩილ კოჭლამაზიშვილის კანდიდატურა. 

25 აპრილი, 2025

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით: „2025 წლის 28 აპრილს 14:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ივერი აბაშიძესა და დიმიტრი გვრიტიშვილს გაესაუბრება.“  
ასევე, საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: „2025 წლის 28 აპრილს 16:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებს გაესაუბრება.“ 

28 აპრილი, 2025 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2025 წლის 29 აპრილს 12:00 საათიდან აგრძელებს გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან.“  

ასევე: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2025 წლის 29 აპრილს 13:00 საათიდან აგრძელებს გასაუბრებას მოსამართლეობის კანდიდატებთან.“

29 აპრილი, 2025 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2025 წლის 30 აპრილს 12:00 საათიდან აგრძელებს გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან.“ 

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.