საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეებისა და სახალხო დამცველის აპარატის სარჩელებზე, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2021 წელის 30 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებს ეხებოდა.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის შემდგომ განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, რადგან დებულებები მოსარჩელეების მიერ დასახელებულ პრობლემებს არ ცვლიდა, იმსჯელა შემდეგ საკითხებზე:
ზოგიერთი საკითხის შესახებ განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
მეტი სიცხადისთვის, სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და განსხვავებული აზრის ძირითად აქცენტებს.
უფრო დეტალურად, თუ რას შეეხებოდა მოსამართლეთა სარჩელი, შეგიძლიათ იხილოთ სტატია.
თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი, მოსარჩელეების აზრით, არღვევდა საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს. აღნიშნული უფლებების დარღვევა გამოწვეული იყო მივლინების წინაპირობად „სხვა ობიექტური გარემოების“ შემოღებით, ინსტიტუტის ბოროტად გამოყენების რისკით, მივლინების ვადის გახანგრძლივებით და ა.შ
საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლის მივლინების ლეგიტიმური მიზანი მართლმსაჯულების ეფექტიანი და ჯეროვანი განხორციელებაა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მივლინების წინაპირობად „სხვა ობიექტური გარემოების“ შემოღების საჭიროება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა იმგვარი შემთხვევებით, რომლებიც არ მიეკუთვნება ისეთ კლასიკურ წინაპირობებს, როგორიც არის მოსამართლეთა ნაკლებობა ან/და საქმეთა სიმრავლის მკვეთრი ზრდა. მაგალითად: მოსამართლის მიერ შვებულებით სარგებლობა; ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა და საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა; შემთხვევა, როდესაც პირველი ინსტანციის მოსამართლე გამწესდება მეორე ინსტანციაში, თუმცა საჭირო ხდება მისი მივლინება დაუსრულებელი საქმეების დასამთავრებლად. ამრიგად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეძლევა მექანიზმის უფრო მოქნილად და ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა“.
სასამართლოს აზრით, რომელიც სრულად ეყრდნობა მოპასუხის მხარის არგუმენტებს, მოსარჩელის მიერ დასახელებულ რისკებს ამცირებს შემდგომი გარემოებები:
აღნიშნული საკითხის შესახებ განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. ისინი ამბობენ, რომ „საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თანხმობის გარეშე მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ინსტიტუტის გამოყენების ობიექტურ კრიტერიუმებსა და მივლინებისათვის კონკრეტული მოსამართლის შერჩევის პრინციპებს“.
განსხვავებულ აზრის მიხედვით, სადავო დანაწერი არაკონსტიტუციურია, რადგან:
განსხვავებულ აზრში მსჯელობას ვხვდებით ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ყურადღება არ არის გამახვილებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, კერძოდ, განსხვავებული აზრის მიხედვით:
მოსარჩელე მხარის პოზიციის მიხედვით, სადავო ნორმები არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან სისხლის სამართლის საქმიდან მოსამართლის ჩამოცილება ხდება იმგვარად, რომ მას არ შეუძლია, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გაახანგრძლივოს და აგრეთვე, ნორმები დასაშვებად მიიჩნევს საქმის განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე ან/და მხარეთა დაუსწრებლად.
საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დააკმაყოფილა, რადგან არაპროპორციულად მიიჩნია უფლების ისეთი შეზღუდვა, რომელიც დაუშვებლად ცნობს 10 სამუშაო დღის ვადის გახანგრძლივებას, მაშინ როდესაც შეიძლება არსებულიყო ობიექტური, საპატიო გარემოება.
საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, არაკონსტიტუციურად ცნო ის დებულება, რომელიც დასაშვებად მიიჩნევდა უზენაესი სასამართლოს მიერ სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარებას. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება წარმოადგენს მოსამართლის „როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესების შეზღუდვის ინტენსიურ საფრთხეს“ და, ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას უწევს მსჯელობა ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნული განაპირობებს საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის მომეტებულ ინტერესს.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმ დებულებასთან მიმართებით, რომელიც, საპატიო მიზეზის მიუხედავად, მოსამართლის (პირი, რომლის დისციპლინური საქმე განიხილება) სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს სხდომის განხილვას მის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ „ნორმა არ ითვალისწინებს ინტერესთა აწონ-დაწონას“.
მოსარჩელის აზრით, არაკონსტიტუციურია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის დებულება, რომელიც „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევას დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს. კერძოდ, სადავო ნორმა განუსაზღვრელია და მოსამართლის ქმედება ექცევა ნორმის „მსუსხავი ეფექტის“ ზემოქმედების ქვეშ. აგრეთვე, სადავო ნორმა არღვევს მოსამართლის პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და სადავო დებულება კონსტიტუციურად ცნო შემდეგი საფუძვლების გამო:
განსხვავებული აზრის მიხედვით, სადავო დებულება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს შემდეგი მიზეზების გამო:
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმე გამოხატავდა საერთო სასამართლოების მოსამართლეების თვალით დანახულ ხელშესახებ პრობლემებს, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი მოთხოვნის და ინტერესის დაცვა ვერ შეძლო. თუმცა, მისასალმებელია საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის განსხვავებული ხედვა და მნიშვნელოვანი არგუმენტები მოსამართლის მივლინების წესის არაკონსტიტუციურობასა თუ გამოხატვის თავისუფლების ფარგლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.