პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ნიკოლოზ მარსაგიშვილის საჯარო მოსმენა გაიმართა. გასაუბრებას არ ესწრებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კანდიდატის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
საჯარო მოსმენისას კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა. დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატს დამსწრეთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირა. კომიტეტის დასკვნით გაიცემა რეკომენდაცია, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ განხილვის გარეშე ეყაროს კენჭი და არჩეულ იქნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით.
სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ასეთია:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მათ სამუშაო ჯგუფში ჩართვა ყველას შესთავაზეს, მათ შორის სხვა პარტიების წარმომადგენლებსა და უფრაქციო დეპუტატებს თუმცა არცერთ მათგანს სამუშაო ჯგუფში ჩართვასთან დაკავშირებით კომიტეტისთვის არ მიუმართავს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება დანიშნული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატთან ნიკოლზ მარსაგიშვილსა და შოთა ქადაგიძესთან, მაგრამ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თავმჯდომარემ აცნობა ერთ-ერთმა კანდიდატმა შოთა ქადაგიძემ კანდიდატურა მოხსნა.
შესაბამისად გასაუბრებ ნიკოლოზ მარსაგიშვილთან გაიმართა. გასაუბრების დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კანდიდატს განუმარტა, რომ მას ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების აცილების უფლება, რასთან დაკავშირებითაც კანდიდატმა განაცხადა, რომ არ სურს არცერთი წევრის აცილება.
ნიკოლოზ მარსაგიშვილმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გატარებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ძირითადი რეფორმები სასამართლო სისტემაში 2013 წლიდან დაიწყო. მათ შორის ერთერთ უპირველეს საკითხად გამოყო მედიის მიერ სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერის შესაძლებლობა; ასევე დაასახელა მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წესის ცვლილება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი; დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება; მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწა; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა;
მარსაგიშვილმა დადებითად შეაფასა მოსამართლის უვადოდ გამწესებამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება; მოსამართლეობის კანდიდატის და მოსამართლის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა. მისი განცხადებით დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. "განმტკიცებულია მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიები, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდა და არა ერთიანად - ე.წ. ვეტინგის გამოყენებით."
გასაუბრებაზე სულ დაისვა 13 შეკითხვა. შეკითხვები დასვეს:
თითო-თითო შეკითხვა დასვეს:
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთნ გასაუბრებები დაიწყო. კერძოდ გასაუბრება გაიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატთან: ივერი აბაშიძეს, თამარ ალფაიძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და არჩილ კოჭლამაზაშვილთან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებს არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც თავად არის კანდიდატი მიმდინარე კონკურსში, შესაბამისად ორგანული კანონის თანხმად მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატების შეფასებაში მონაწილეობა ეკრძალება. სხდომა დაიწყო 11:18 წუთზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველად ივერი აბაშიძეს გაესაუბრა.
ივერი აბაშიძესთან გასაუბრებას ასევე არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ვასილ მშვენიერაძე და არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა. გასაუბრება 1 საათი გაგრძელდა და სულ დაისვა 25 კითხვა.
მათ შორის:
თამარ ალფაიძემ გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, რომ სტრესის გამო არ იყო მზად გასაუბრებისთვის, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გააკეთოს შეფასება იმ პირობებში, როდესაც კანდიდატი გასაუბრებაზე უარს აცხადებს. საბოლოოდ საბჭოს წევრებმა საკითხი იმგვარად დასვეს, რომ ან უნდა დასმულიყო შეკითხვები და ამის საფუძველზე მომხდარიყო შეფასება, ან უნდა მოეხსნათ კანდიდატურა. თამარ ალფაიძემ განაცხადა, რომ კანდიდატურას არ ხსნის, შესაბამისად დაიწყო საბჭოს წევრების მიერ კითხვების დასმაც.
გასაუბრება სულ 37 წუთი გაგრძელდა და 8 კითხვა დაისვა.
თამარ ალფაიძემ განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როდესაც ხედავს შეფასების სისტემაში არადამოუკიდებელ შეფასებებს. "იქიდან გამომდინარე, რომ ახალ არამოსამართლე წევრებს ნაკლებად აქვთ ჩემს შესახებ ინფორმაცია, ალბათ კონკრერტული გასაუბრებიდან გამომდინარე გადაწყდა ეს შეფასებები. ქულებზე არ არის აქ საუბარი, ძირითადად სულ 69 ქულა იყო ყველგან..."
ირაკლი ბონდარენკოსთან გასაუბრებას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა. გასაუბრება დაახლოებით 53 წუთი გაგრძელდა. გასაუბრების დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ კანდიდატს ჰკითხა ხომ არ სურდა საბჭოს რომელიმე წევრის აცილება, რასთან დაკავშირებითაც კანდიდატმა განაცხადა, რომ არცერთი წევრის აცილება არ სურდა.
გასაუბრებისას სულ დაისვა 18 შეკითხვა. შეკითხვები დასვეს
არჩილ კოჭლამაზაშვილთან გასაუბრება დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. გასაუბრებას არ ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ვასილ მშვენიერაძე და არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა. გასაუბრების დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ კანდიდატს ჰკითხა ხომ არ სურდა საბჭოს რომელიმე წევრის აცილება. კანდიდატმა განაცხადა, რომ არცერთი წევრის აცილება არ სურდა.
გასაურებისას სულ დაისვა 16 შეკითხვა. რომელთაგან:
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი პროცესის შვიდივე მონაწილე კანდიდატებად დაარეგისტრირა. ორ კანდიდატს სრულად არ ჰქონდა წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით გამომდინარე იქიდან, რომ ორგანული კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება ყველა კანდიდატი, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს. კანდიდატების რეგისტრაციის გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
იუსტიციის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება, კანდიდატების სია და მათი ბიოგრაფიები. კანდიდატები არიან: