საქართველოში წლებია სასამართლოს გადატვირთულობა მწვავე და დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად მასზე უარის თქმის ტოლფასია. სამართლებრივი დავის წარმატებით დასრულების მიუხედავად, საქმის განხილვის გაჭიანურებამ შესაძლოა, საერთოდ აზრი დაუკარგოს დამდგარ შედეგს. ამ მიზეზით, მოქალაქეებმა შესაძლოა, უარიც კი თქვან სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაზე.
სასამართლოების ვებგვერდებზე არ მოიპოვება დეტალური სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, საშუალოდ რა დრო სჭირდება თითოეული კატეგორიის საქმის დასრულებას სამივე ინსტანციაში. ამიტომ შემთხვევითი პრინციპით შევარჩიეთ უახლესი 50-მდე ადმინისტრაციული საქმე, რომლებზეც მართალია, უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (ან განჩინება), თუმცა არაერთ შემთხვევაში ამას ძალიან ხანგრძლივი დრო - წლები დასჭირდა.
საქმეთა განხილვის დასრულება სამივე ინსტანციაში ბევრ სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული, რასაც „სასამართლოს გუშაგი“ სხვა მასალებში განიხილავს. წინამდებარე სტატიაში მოცემული ინფორმაცია მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის იმაზე, თუ რა დრო სჭირდება სასამართლოს სამივე ინსტანციაში საქმეთა განხილვას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული გადაწყვეტილებებიდან მცირე ნაწილი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ისინი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააბრუნა ხელახალი განხილვისთვის.
გთავაზობთ მონაცემებს 49 საქმეზე, რომლებშიც ნათლად ჩანს, ამა თუ იმ საქმეზე როდის დაიწყო დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში და როდის მიიღო უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება/განჩინება:
1. საქმე №ბს-376(კ-22): მოსარჩელეებმა 2007 წელს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2022 წლის 18 ოქტომბერს გამოიტანა და ამავე დროს საქმე (ნაწილობრივ) ხელახალი განხილვისთვის დაბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;
2. საქმე №ბს-207(კ-21): მოსარჩელემ 2018 წლის 3 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება გამოიტანა 2022 წლის 12 ოქტომბერს, და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. საქმე №ბს-1245(2კ-18): მოსარჩელემ 2016 წლის 11 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინება გამოიტანა 2022 წლის 12 ოქტომბერს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
4. საქმე №ბს-287(კ-20): მოსარჩელემ 2016 წლის 20 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 29 სექტემბერს გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება;
5. საქმე №ბს-543(კ-20): მოსარჩელემ 2019 წლის 25 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 29 სექტემბერს გამოიტანა განჩინება, რომლითაც დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩივრები;
6. საქმე №ბს-61(კ-21): მოსარჩელემ 2018 წლის 11 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 28 სექტემბერს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
7. საქმე №ბს-758(კ-22): მოსარჩელემ 2021 წლის 10 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 28 სექტემბერს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ;
8. საქმე №ბს-10(კ-22): მოსარჩელემ 2018 წლის 30 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 12 სექტემბერს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
9. საქმე №ბს-31(2კ-21): მოსარჩელეებმა 2017 წლის 3 თებერვალს სარჩელებით მიმართეს თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 7 სექტემბერს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
10. საქმე №ბს-23(3კ-22): მოსარჩელემ 2015 წლის 9 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 27 ივლისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
11. საქმე №ბს-1221(კ-21): მოსარჩელემ 2017 წლის 14 დეკემბერს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 27 ივლისს გამოიტანა განჩინება;
12. საქმე №ბს-1020 (კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 21 ივლისს გამოიტანა განჩინება;
13. საქმე №ბს-755(2კ-21): მოსარჩელემ 2019 წლის 15 ოქტომბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 20 ივლისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
14. საქმე №ბს-628(2კ-20): მოსარჩელემ 2018 წლის 24 ივლისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 20 ივლისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
15. საქმე №ბს-504(3კ-18): მოსარჩელემ 2015 წლის 4 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 13 ივლისს გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება.
16. საქმე №ბს-484(კ-20): მოსარჩელემ 2018 წლის 30 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 12 ივლისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
17. საქმე №ბს-508(2კ-21): მოსარჩელემ 2018 წლის 31 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 12 ივლისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
18. საქმე №ბს-707(კ-21): მოსარჩელემ 2017 წლის 7 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 12 ივლისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
19. საქმე №ბს-654(კ-21): მოსარჩელემ 2019 წლის 8 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 7 ივლისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
20. საქმე №ბს-435(კ-20): მოსარჩელემ 2017 წლის 30 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
21. საქმე №ბს-669(კ-21): მოსარჩელეებმა 2020 წლის 27 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
22. საქმე №ბს-1123(2კ-20): მოსარჩელეებმა 2017 წლის 14 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება;
23. საქმე №ბს-71(კ-20): მოსარჩელემ 2018 წლის 27 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 16 ივნისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
24. საქმე №ბს-80(2კ-20): მოსარჩელემ 2018 წლის 2 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 16 ივნისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
25. საქმე №ბს-28(კ-22): მოსარჩელემ 2018 წლის 20 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 8 ივნისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
26. საქმე №ბს-499(კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 3 ივნისს მიიღო განჩინება;
27. საქმე №ბს-132(კ-21): მოსარჩელემ 2017 წლის 9 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 1 ივნისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
28. საქმე №ბს-233(კ-22): მოსარჩელემ 2021 წლის 23 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 27 მაისს მიიღო განჩინება;
29. საქმე №ბს-1055(კ-21): მოსარჩელემ 2020 წლის 07 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 24 მაისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
30. საქმე №ბს-1023(კ-21): მოსარჩელემ 2020 წლის პირველ ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 მაისს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
31. საქმე №ბს-338(კ-21): მოსარჩელემ 2018 წლის 14 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 14 აპრილს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
32. საქმე №ბს-129(კ-21): მოსარჩელემ 2019 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 14 აპრილს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
33. საქმე №ბს-699(კ-19): მოსარჩელემ 2018 წლის 12 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 14 აპრილს გამოიტანა საბოლოო გადაწყვეტილება;
34. საქმე №ბს-354(კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 12 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 14 აპრილს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
35. საქმე №ბს-1025(3კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 26 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივრები;
36. საქმე №ბს-741(კ-20): მოსარჩელემ 2018 წლის 16 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 22 მარტის განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარი;
37. საქმე №ბს-281-279 (კ-16): მოსარჩელემ 2013 წლის 28 მარტს მიმართა სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 22 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
38. საქმე №ბს-243(კ-20): მოსარჩელემ 2015 წლის 1 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 17 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
39. საქმე №ბს-1008 (კ-20): მოსარჩელემ 2018 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 16 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
40. საქმე №ბს-1111(კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 6 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 16 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
41. საქმე №ბს-1105(2კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 13 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
42. საქმე №ბს-937(3კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 8 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
43. საქმე №ბს-1145(კ-19): მოსარჩელემ 2017 წლის 11 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
44. საქმე №ბს-262(2კ-21): მოსარჩელემ 2016 წლის 12 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
45. საქმე №ბს-356(2კ-21): მოსარჩელემ 2020 წლის 7 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
46. საქმე №ბს-248(კ-21): მოსარჩელემ 2017 წლის 20 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 10 მარტს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
47. საქმე №ბს-190(კ-21): მოსარჩელემ 2019 წლის 25 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 17 თებერვალს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება;
48. საქმე №ბს-142(კ-19): მოსარჩელემ 2016 წლის 11 თებერვალს მიმართა სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;
49. საქმე №ბს-405(კ-20): მოსარჩელემ 2017 წლის 5 სექტემბერს მიმართა სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
მომდევნო სტატიებში განხილული იქნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებიც.