სასამართლო საქმეების გაჭიანურება რომ სასამართლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამაზე თავად სასამართლო სისტემა და სახელისუფლებო ორგანების სტრატეგიული დოკუმენტებიც მეტყველებს.
ევროპის საბჭოს განმარტების მიხედვით: გონივრული დროის კონცეფცია ასახავს ოპტიმალურ ბალანსს საქმის განხილვის ხანგრძლივობასა და საქმის ხარისხიან შესწავლას შორის. სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების ყოვლისმომცველი და სრული გამოკვლევა მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვით, ყოველთვის დიდ დროს მოითხოვს. (Maria Filatova, Reasonable Time of Proceedings:Compilation of Case-Law of The European Court of Human Rights, Council of Europe, 2021,9)
ზემოაღნიშნული ბალანსის უზრუნველსაყოფად, გონივრული დროის კონცეფცია ემყარება საქმისადმი ინდივიდუალურ მიდგომას. ეს მიდგომა უნდა ეფუძნებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა:
ECtHR-ის პრეცედენტული სამართლის მიხედვით Zimmermann and Steiner v Switzerland (No. 8737/79): „კონვენცია ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს მოვალეობას, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები ისე, რომ სასამართლოებს მისცენ უფლება შეასრულონ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, მათ შორის სასამართლო განხილვა „გონივრულ ვადაში."
სახელმწიფო პასუხისმგებელია არა მხოლოდ სამართალწარმოების არასათანადო გაჭიანურებაზე, არამედ მის მოვალეობას წარმოადგენს სასამართლო სისტემის განვითარება და მისი ხელშეწყობა, რათა გაუმკლავდეს დარჩენილ/განუხილველ და განმეორებად საქმეებს. სახელმწიფო ასევე აგებს პასუხს საკუთარი სასამართლო სისტემის ორგანიზაციაში არსებულ ყველა შეცდომაზე, რომელიც ხელს უწყობს სამართალწარმოების არასათანადო გაჭიანურებას. (Maria Filatova, Reasonable Time of Proceedings:Compilation of Case-Law of The European Court of Human Rights, Council of Europe, 2021,10)
იმაზე თუ რამდენად არის საქართველოში დაცული დროული სასამართლოს უფლება, წარმოდგენას გვაძლევს სასამართლოში შემოსულ, განხილულ და ნაშთად დარჩენილ საქმეთა რაოდენობის მაჩვენებელი.
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის საქართველოს “სასამართლო სისტემების შეფასების” 2022 წლის დოკუმენტის მიხედვით, საქმეთა რაოდენობა რომელიც 2 ან მეტი წლის განმავლობაში 16 000 - ს აღემატება, რომელთაგან დაყოვნებული საქმეებიდან 15 500 - ზე მეტი საქმე დაყოვნებულია პირველი ინსტანციის სასამართლოებში.