ჩვენი საქმიანობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში
- შეიქმნა ონლაინგამოცემა CourtWatch.ge, რომლის ფარგლებში:
- მოვამზადეთ 130-მდე ანალიტიკური სტატია, ინტერვიუ, ბლოგი, ვიდეორგოლი.
- დავიწყეთ სასამართლო პროცესების მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში:
- ჩვენი მოხალისეები დააკვირდნენ 1200-ზე მეტ სასამართლო სხდომას 24 სასამართლოში.
- ამჟამად ჩვენთან რეგისტრირებულია 189 მოხალისე. მადლობას ვუხდით ჩვენს მოხალისეებს!
გარდა ამისა ვაკვირდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას:
- მონიტორინგის მიზნით გვქონდა 110-ზე მეტი ვიზიტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (აქედან ჩატარდა 41 სხდომა).
სასამართლოს ეფექტიანობის შესწავლის მიზნით:
- ჩვენ ვიყავით 63 სასამართლოში 🇬🇪 საქართველოს მასშტაბით და შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა.
- გამოვითხოვეთ 2 000-ზე მეტი საჯარო ინფორმაცია სასამართლოებიდან.
ჩავატარეთ 50-ზე მეტი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება:
- 200-ზე მეტ ადვოკატთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან და აქტივისტთან სამუშაო შეხვედრა.
- 40-ზე მეტ ჟურნალისტთან ტრენინგი/სემინარი.
- 300-ზე მეტ სტუდენტთან საჯარო შეხვედრა 10 უნივერსიტეტში.
Court Watch Polska-სთან თანამშრომლობის ფარგლებში:
- ჩავატარეთ ტრენინგები 50-ზე მეტი მოხალისისთვის საქართველოში.
- ასევე, 2 სამუშაო ვიზიტი პოლონეთსა და საქართველოში სასამართლო პროცესების მონიტორინგის კუთხით ჩვენი ორგანიზაციის გაძლიერების მიზნით.
„საქართველო სასამართლოს გუშაგი“ მადლობას უხდის დონორებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის!