იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სხდომების უმრავლესობას არ ესწრება

07.11.2023

2023 წელს 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი)  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 27 სხდომა ჩატარდა, საიდანაც 17 სხდომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე არ ესწრებოდა. 

ნინო ქადაგიძეს ყველაზე ხანგრძლივი გაცდენა აპრილი-ივლისის თვეების განმავლობაში უფიქსირდება, რა დროსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 სხდომა მიყოლებით გააცდინა.

ნინო ქადაგიძე 2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.