საპროცესო შეთანხმება – სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველი, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.
მონაცემები I ინსტანციის სასამართლოების მიერ საპროცესო შეთანხმებით განხილულ საქმეებზე.
განვიხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული სტატისტიკა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
2007 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 8432 საქმეში, 10459 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 15 საქმეში, 15 პირის მიმართ.
2008 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 9207 საქმეში, 11513 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 15 საქმეში, 19 პირის მიმართ.
2009 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 9073 საქმეში, 11027 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 17 საქმეში, 20 პირის მიმართ.
2010 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 13345 საქმეში, 15867 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 24 საქმეში, 28 პირის მიმართ.
2011 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 12718 საქმეში, 15797 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 6 საქმეში, 8 პირის მიმართ.
2012 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 7897 საქმეში, 9711 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 18 საქმეში, 26 პირის მიმართ.
2013 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 11858 საქმეში, 13533 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 71 საქმეში, 76 პირის მიმართ.
2014 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 10476 საქმეში, 11805 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 123 საქმეში, 149 პირის მიმართ.
2015 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 8605 საქმეში, 9868 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; – სულ 132 საქმეში, 147 პირის მიმართ.
2016 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 8992 საქმეში, 10104 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; – სულ 126 საქმეში, 133 პირის მიმართ.
2017 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 9355 საქმეში, 10403 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 130 საქმეში, 139 პირის მიმართ.
2018 წელი
- გამოტანილია ან გაითხოვა პროკურატურამ, განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 9573 საქმეში, 10750 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 95 საქმეში, 98 პირის მიმართ.
2019 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 10510 საქმეში, 11680 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 108 საქმეში, 121 პირის მიმართ.
2020 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 7666 საქმე, 8502 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; – სულ 81 საქმეში, 84 პირის მიმართ.
2021 წელი
- გამოტანილია განაჩენი საპროცესო შეთანხმებით; სულ – 9147 საქმეში, 10396 პირის მიმართ;
- უარი ეთქვა და დაუბრუნდა პროკურატურას საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად ან გაითხოვა პროკურატურამ; სულ – 96 საქმეში, 103 პირის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდიდან მოძიებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეების რაოდენობა ცვალებადია, მკვეთრი ზრდის ან კლების ტენდენცია არ შეინიშნება, გარდა 2009 წლიდან 2010 წლამდე პერიოდისა; კერძოდ, 2009 წელს საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სულ 9073 საქმე, ერთი წლის შემდეგ, 2010 წელს – 4272 საქმით მეტი, 13345 საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით.
საპროცესო შეთანხმების შესახებ
საპროცესო შეთანხმება მიიღწევა:
- ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით;
- პროკურორთან სასჯელზე შეთანხმებით – ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. გარდა ამისა, პროკურორს ასევე შეუძლია, შეუთანხმდეს ბრალდებულს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები:
- საპროცესო შეთანხმება უნდა დაიდოს ზემდგომ პროკურორთან, წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
- საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს;
- აკრძალულია საპროცესო შეთანხმების დადება, თუ ის ბრალდებულს უზღუდავს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
- აკრძალულია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება, თუ საქმე საპროცესო შეთანხმებით ვერ დასრულდა;
- როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, ხოლო მსჯავრდებულს უფლება აქვს, საპროცესო შეთანხმებაზე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, როგორიცაა მოტყუება, ძალადობა და ა.შ;
- თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. თუ საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლოს განაჩენი უქმდება, საქმე უბრუნდება პროკურორს;
- განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დანაშაულზე ინფორმაცია ან ასეთი დანაშაული იხსნება, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.
საპროცესო შეთანხმებაში პროკურატურის როლი:
- აფრთხილებს ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და უმარტავს მას, რომ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან;
- იმ საფუძვლით, რომ იდება საპროცესო შეთანხმება, პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნას პროკურორი აყენებს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიცაა: საჯარო ინტერესი, დანაშაულის ხარისხი, მოსალოდნელი სასჯელი და ა.შ.;
- თუ მხარეები საპროცესო შეთანხმების თაობაზე შეთანხმდნენ, მაშინ პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც კანონით გათვალისწინებული საკითხები აღინიშნება. შუამდგომლობას ხელს აწერენ: პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი.
ადვოკატისა და ბრალდებულის მონაწილეობა საპროცესო შეთანხმებაში:
- დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე;
- საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელიც გადაეცემა ბრალდებულსა და მის ადვოკატს. მათ უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები;
- აწერენ ხელს საპროცესო შეთანხმების ოქმს;
- ბრალდებულის წერილობით განცხადებას ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი;
- ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა;
- როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს აქვს უფლება, განაჩენის გამოტანამდე შეცვალოს საპროცესო შეთანხმების პირობები.
სასამართლოს როლი საპროცესო შეთანხმებაში:
-
საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია, გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა;
-
ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სანამ სასამართლო საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, უნდა დარწმუნდეს შემდეგ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად: ხომ არ არის საპროცესო შეთანხმება დადებული წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; ნამდვილად ნებაყოფლობით არის დადებული საპროცესო შეთანხმება; ხომ აცნობიერებს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, განუმარტავს უფლებებს და ა.შ.;
-
მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება;
-
სასამართლო უფლებამოსილია, ცვლილებები შეიტანოს საპროცესო შეთანხმებაში, თუმცა მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.