საქართველოს სასამართლოს გუშაგი აცხადებს კონკურსს

30.08.2023

ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის ვაკანსიაზე. 

  • სამუშაოს აღწერილობა:
     
    ✔ PR გეგმისა და სტრატეგიის განსაზღვრა
    ✔ მედიასთან კომუნიკაცია,  პრესრელიზების მომზადება და გავრცელება
    ✔ პრესკონფერენციების და სხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება
    ✔ ვლოგების და გრაფიკული ვიზუალური მასალის კონცეფციის შემუშავებასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება
    ✔ ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხების მართვა
    ✔ Copywriting ქართულად და ინგლისურ ენებზე
    ✔ საჭიროების შემთხვევაში ვებ-დეველოპერთან თანამშრომლობა
    ✔ შედეგების ყოველთვიური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
    ✔ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მიდგომების ტექნიკების მოძიება, დანერგვა, განვითარება

  • ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
     
    ☑ უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან/და ჟურნალისტიკის მიმართულებით)
    ☑ მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და მედიის (მათ შორის სოციალური მედიის) მიმართულებით
    ☑ Adobe Illustrator -ის ან Photoshop-ის ცოდნა
    ☑ ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერის უნარი
    ☑ კომუნიკაციის, დროის ეფექტიანი მენეჯმენტის, ანალიტიკური აზროვნების, ორგანიზების, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის კარგი უნარი

  • პირობები:

    ➡ სამუშაო ადგილი: თბილისი
    ➡ გრაფიკი: 10:00-18:00 (1 სთ შესვენება) შაბათ-კვირას დასვენება
    ➡ ანაზღაურება: 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)

  • შერჩევის ეტაპები:

    ✔ რეზიუმეების გადარჩევა
    ✔ ინდივიდუალური გასაუბრება


დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV), ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: gcourtwatch@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - PR მენეჯერი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 სექტემბერი.  


გისურვებთ წარმატებებს!