საქართველოს სასამართლო გუშაგმა 2023 წლის 30 ნოემბერს გამართა ღონისძიება „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თამაშის წესები“, სადაც წარმოადგინა შეფასებები და რეკომენდაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომლებიც მომზადდა ორგანიზაციის მიერ www.courtwatch.ge-ზე გამოქვეყნებული 140-ზე მეტი მასალის (კვლევის) საფუძველზე. პროექტი CourtWatch.ge მხარდაჭერილია National Endowment for Democracy-ს მიერ.
დღეს არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესები არ ემსახურებოდა სასამართლოს რეფორმირების დეკლარირებულ მიზანს და დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას. მეტიც, სასამართლოში არსებული არაფორმალური ძალაუფლების გამყარებისთვის ბოლო წლებში დამატებითი სამართლებრივი ბერკეტები ამოქმედდა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია როგორც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხზე, ისე ზოგადად სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე.
ამ პროცესში საკვანძო როლი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკისრია, რომლის უფლებამოსილების ხარისხი და საქმიანობის პრინციპები არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და არ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზანს. სწორედ ამიტომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს გუშაგმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ეხება როგორც საბჭოს დაკომპლექტების წესს, ისე უფლებამოსილების ხარისხს და საქმიანობის პრინციპების ცვლილებას.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის – დაუბალანსებელი და არაფორმალური ძალაუფლებით, საკადრო პოლიტიკით, მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების ბერკეტებით, სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების ნაკლებობითა და განუხორციელებელი სამოქმედო გეგმებით.
ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა რეკომენდაციების პაკეტი: