საქართველოს სასამართლოს გუშაგმა დაიწყო ახალი პროექტი - „ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სოციალიზაცია უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მათი სამართლებრივი სოციალიზაციის ხელშეწყობის გზით.
ამ მიზნის მისაღწევად განსაზღვრული ამოცანებია:
პროექტით დაგეგმილია ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა საზაფხულო ბანაკის ორგანიზება ქვემო ქართლის ახალგაზრდებისთვის, მათი გადამზადება/ინფორმაციის მიწოდება და მათთან ერთად საინფორმაციო კამპანიის შემუშავება და განხორციელება.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების, სასამართლო სისტემის, საბაზისო სამართლებრივი საკითხების (მიმართვა, პროცედურები, უფლებები და სხვ.), ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში უფლებების დაცვის შესაბამის სამართლებრივ მექანიზმების და საინფორმაციო კამპანიის წარმოების შესახებ.
პროექტი - "ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სოციალიზაცია უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის" ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გრანტით. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის (NHC), ჰერტის სკოლის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის მიერ.
ნიდელრანდების ჰელისნკის კომიტეტი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებებს და აძლიერებს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ევროპის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომლებიც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოები არიან.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024 წლის 15 მარტიდან – 2024 წლის 15 სექტემბრამდე
პროექტის ბიუჯეტი: € 11,850
------------------------------------------------------------------------------------------------------
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულადაა პასუხისმგებელი ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.