16 დეკემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტში სასამართლოს გუშაგმა სტუდენტებთან და და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართა თემაზე: „როგორ შეუძლია სასამართლოს შეცვალოს შენი ცხოვრება“.
ღონისძიება საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მაიკე ვან კოლდამმა გახსნეს. ღონისძიებაზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძე და ჟურნალისტი და კინომცოდნე ნინია კაკაბაძე.
შეხვედრაზე მოხსენებებთან ერთად ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში განახორციელებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე - მოსახლეობისთვის, სასამართლოს სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევებისა და გამოსავლების თაობაზე.
ღონისძება ჩატარდა პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.