ანგარიში რუსთავის საქალაქო სასამართლოს შესახებ

14.02.2023

ანგარიშზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში, განაზოგადებს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აწვდის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გაგზავნილი წერილებით ჩანს, რომ 2019-2021 წლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებების გატარების თაობაზე. თუმცა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ანგარიშების საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებით ღია სხდომაზე არ განუხილავს. 

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც მიემართება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს. 

მიმაგრებული ფაილი: