განაჩენების შაბლონური დასაბუთება ერთი მოსამართლის მაგალითზე

04.08.2022

2022 წლის 17 ივნისს ბრიუსელიდან მივიღეთ პასუხი ევროკავშირში ჩვენი გაწევრების პერსპექტივის შესახებ. ევროპულმა კომისიამ დაგვისახა პრიორიტეტები, რომელთა შესრულების შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი    საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  წარმოდგენილთაგან ერთ-ერთი პრიორიტეტი  ეხება  საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებების პროაქტიულ გამოყენებას,  საქმეების განხილვისას.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები მართლმსაჯულების განხორციელებისას?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებებზე მსჯელობის  დაფუძნება „ეროვნულ სასამართლოებს აძლევს შესაძლებლობას, სწორად განმარტონ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების ზოგადი და ბუნდოვანი ნორმები“; ეროვნული სასამართლო უპირატესობას ანიჭებს ევროპულ სტანდარტს, როდესაც მასთან კოლიზიას ქმნის შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი ან როდესაც ის ავსებს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებში არსებულ სამართლებრივ ვაკუუმს. ეროვნული სასამართლო ეყრდნობა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, როდესაც შესაძლოა, რომ მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი გახდეს ევროპულ დონეზე; ევროპული სტანდარტების გამოყენება „სამართლებრივ დამაჯერებლობას“ სძენს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს და, რაც მთავარია,  „იძლევა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტანდარტების განვითარების საშუალებას, ევროპული სტანდარტების კვალდაკვალ.“1

განაჩენის დასაბუთებულობა, როგორც კანონის დანაწესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აყალიბებს სამ საკვანძო მოთხოვნას, რომელთაც სასამართლოს განაჩენი უნდა შეესაბამებოდეს – კანონიერებას, დასაბუთებულობასა და სამართლიანობას.2

სასამართლოს განაჩენი ბრალდებულს ან დამნაშავედ ცნობს დანაშაულის ჩადენაში, ან გაამართლებს მას. განაჩენის არსი, თავისთავად, ცხადყოფს მისი დასაბუთებულობის სასიცოცხლო მნიშვნელობას მართლმსაჯულების სანდოობისათვის როგორც  მხარეების, ასევე, საზოგადოების თვალში.

„სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.“3

დასაბუთებულ განაჩენს აქვს რესურსი, დამაჯერებლად წარმოაჩინოს განაჩენის კანონიერებაც  და სამართლიანობაც. შესაბამისად, დანარჩენი ორი კომპონენტის არსებობაც განაჩენის დასაბუთებულობიდან გამომდინარეობს და პირიქით.

განაჩენის დასაბუთებულობა საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში

საკითხს, თუ რამდენად არის სასამართლო განაჩენები დასაბუთებული და როგორ არის ამ მიზნით გამოყენებული ევროპული სტანდარტები,  განვიხილავთ ერთი მოსამართლის  სასამართლო პრაქტიკის  მაგალითზე.

ქვემოთ წარმოდგენილია ერთი მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენები, რომლებშიც მკვეთრად ჩანს მათი შაბლონურობის პრობლემა.

#1 - მსჯელობა, რომელიც კოპირებულია 30 სხვადასხვა  საქმეში

 „მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué,Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32)  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.“

რა დანიშნულება აქვს ამ ამონარიდის გამოყენებას საქართველოს სასამართლოს მიერ?

პირველ რიგში,  აღვნიშნავთ, რომ ევროპული სასამართლო ამ ფორმულირებას ყოველთვის იყენებს იმისთვის, რომ შემოსაზღვროს თავისი კომპეტენციის არეალი. ის განმარტავს, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო, განსაკუთრებით კი პირველი ინსტანციის სასამართლო, უკეთეს პოზიციაშია, შეაფასოს მის წინაშე გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობა. ამიტომაც, ევროპული სასამართლო  ეროვნული სასამართლოს მიერ განხილულ დავას ხელახლა  არსებითად კი არ განიხილავს, არამედ მხოლოდ  ამოწმებს, პროცედურა, რომლითაც ის წარიმართა მთლიანობაში (ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების გზის ჩათვლით), იყო თუ არა სამართლიანი, ანუ იყო თუ არა დაცული  კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. შესაბამისად, ევროპული სასამართლო მიჯნავს ეროვნული სასამართლოსა და საკუთარ კომპეტენციებს, რათა,  ნათელი გახადოს თავისი როლი ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასების პროცესში.

ჩვენ მიერ განხილულ შემთხვევაში, ზემოთ ციტირებული მსჯელობა მოჰყავს ეროვნულ სასამართლოს, იმის ხაზგასასმელად, რომ თავად არის საუკეთესო პოზიციაში, დაადგინოს ფაქტები და შეაფასოს სამართლებრივი ნორმები. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან არავის აქვს მოლოდინი, რომ ის გამიჯნავს თავის კომპეტენციას ევროპული სასამართლოსგან; შესაბამისად, ამ განსხვავების ჩვენება უადგილო და კონტექსტიდან სრულიად დაშორებულია, ხოლო, თუკი ამ ციტატის გამოყენებას განვიხილავთ, როგორც საშუალებას, სასამართლომ ხაზი გაუსვას საკუთარ  ფუნქციას  (როგორიცაა: მტკიცებულებების შეფასება, ფაქტების დადგენა, ნორმების განმარტება), ეს ისედაც იმდენად არსობრივი და საკვანძო დანიშნულებაა სასამართლოსი, უხერხულიც კია რაიმე წყაროს დამოწმება იმის სათქმელად, რომ სასამართლო უფლებამოსილია, განახორციელოს მართლმსაჯულება.

ზემოთ მოყვანილ ციტატაში  განვითარებული მსჯელობა უცვლელი სახითაა წარმოდგენილი შემდეგ გადაწყვეტილებებში:

  1. საქმე No: 330100117002237387 (16.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენისთვის. აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  2. საქმე No: 330100117002200850 (16.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით,  ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისთვის. აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  3. საქმე No: 330100117002198300  (04.01.2018). ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენისათვის, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში.
  4. საქმე No: 330100117002131315  (10.02.2018.) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში.
  5. საქმე No:330100117002020893 (11.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჩადენილი მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის  ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  6. საქმე No:330100117002148490 (17.01.2018)  ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  7. საქმე No:330100118002241742 (18.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,  ცემის  ან სხვაგვარი ძალადობის ჯგუფურად ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის აღწერის ნაწილში.
  8. საქმე No:330100117002097898 (18.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის აღწერის ნაწილში.
  9. საქმე No:330100117002234936 (23.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის.  ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის აღწერის ნაწილში.
  10. საქმე No:330100117002131183 (23.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით,  ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის სამართლებრივი აღწერის ნაწილში. 
  11. საქმე No:330100118002248834  (29.01.2018 ) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ  იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  12. საქმე No:330100118002249629  (01.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  13. საქმე No:330100117001771592  (05.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  14. საქმე No:330100117002053795  (07.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით,  არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  15. საქმე No:330100117002056813  (14.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  16. საქმე No:330100117002207773 (14.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის.  ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  17. საქმე No:330100117002227612 (15.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების, ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  18. საქმე No:330100117001993347  (16.02.2018)  ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  19. საქმე No:330100117002030809 (16.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  20. საქმე No:330100118002632740 (09.01.2019) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების ჩადენისთვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით განაჩენის  მტკიცებულებათა ერთობლიობის ნაწილში.
  21. საქმე No:330100117001817465 (05.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის  ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  განაჩენის ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  22. საქმე No:330100117002193691 (04.03.2019)  ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  23. საქმე No:330100117001974282  (30.04.2019) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  24. საქმე No:330100118002702310 (03.05.2019) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვანის მიმართ. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  25. საქმე No:330100119002994863 (03.06.2019) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით, დიდი ოდენობით  კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  26. საქმე No:330100119003143675 (08.01.2020) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  27. საქმე No:330100120003453698 (02.03.2020) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  მტკიცებულებათა აღწერის ნაწილში.
  28. საქმე No: 330100118002621762 (12.02.2019) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში.
  29. საქმე No:330100119003255340 (13.01.2020) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  მტკიცებულებათა აღწერის ნაწილში.
  30. საქმე No:330100120003394983 (26.02.2020)  ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის ჩადენისათვის. ზემოთ აღნიშნულ საქმეებზე მითითებას ვხვდებით  მტკიცებულებათა აღწერის ნაწილში.

 #2 - მსჯელობა, რომელიც კოპირებულია 13  სხვადასხვა საქმეში

„ევროპულმა სასამართლომ საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05, § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04, § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11, 67964/11, 69379/11, § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).“

[...]„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.“

რა დანიშნულება აქვს ამ  ამონარიდის გამოყენებას საქართველოს სასამართლოს მიერ?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს  ამონარიდი შედგება ორი აბზაცისაგან, რომელთაგან ორივეს შინაარსი სინამდვილეში იდენტურია - წარმოადგენს ერთი და იმავე ორიგინალი ტექსტის თარგმანის ორ ვარიაციას.

ამ ამონარიდის დედააზრი არის ის, რომ ევროპული სასამართლო მტკიცებულებების შეფასებისას თავად იყენებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს და განმარტავს, რა იგულისხმება ამ სტანდარტში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის ითვალისწინებს „გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.“4 კოდექსი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს, როგორც  „სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.“5 ამასთან, კოდექსი მოითხოვს, რომ მტკიცებულება  შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასების  „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი ისედაც განმტკიცებული და განმარტებულია საქართველოს კანონმდებლობით. ევროპული სასამართლოს მართლმსაჯულებაში მისი იმპლემენტაციის შესახებ ციტატის გამოყენება საქართველოს სასამართლოს მიერ, არ ემსახურება ბუნდოვანი ნორმატიული აქტების განმარტების, სამართლებრივი ვაკუუმის ან კოლიზიის გადაწყვეტის მიზნებს, ისევე, როგორც ევროპული სტანდარტის, როგორც კანონზე მაღლა მდგომი იმპერატივის გამოყენებას, რომელიც კანონისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ადგენს; ის არ ავითარებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტანდარტს.

ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწილში ჩვენი კანონის მართებულობის დამოწმება ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, შესაძლოა, მას დამაჯერებლობას სძენს, მაგრამ არის კი აღნიშნულის საჭიროება? ის არ მიემართება ინდივიდუალურ საქმეზე სამართლებრივი საკითხის  გადაწყვეტას, რომელიც იწვევს კითხვებს ან მოითხოვს არგუმენტებით გამყარებას. ამ სტანდარტის გამოყენება არის შეთანხმებული მიდგომა, რომელიც ხაზად გასდევს სამართალწარმოებას უკლებლივ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და მის გამოყენებას მხარეები არასოდეს ხდიან სადავოდ. პრობლემური, როგორც წესი, იმის შეფასებაა, ამ სტანდარტის მოთხოვნები რამდენად არის დაცული ინდივიდუალურ საქმეზე, და არა თავად „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, როგორც ასეთი.

ზემოთ ციტატის სახით მოყვანილ მსჯელობას, უცვლელი სახით და მოცულობით, ვხვდებით გადაწყვეტილებების სამართლებრივი აღწერის ნაწილში შემდეგ საქმეებზე:

  1. საქმე NO: 330100117002031407 (12.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის. 
  2. საქმე No:330100117002020893 (11.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჩადენილი მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენისათვის.
  3. საქმე No: 330100117002148490  (17.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
  4. საქმე No:330100117002131183 (23.01.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით,  ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის.
  5. საქმე No:330100117001771592  (05.02. 2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
  6. საქმე No:330100117002053795 (07.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით,  არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის.
  7. საქმე No:330100117002030809 (16.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირების ჩადენისათვის.
  8. საქმე No:330100117001817465 (05.02.2018) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის  ჩადენისათვის.
  9. საქმე No:330100117002193691 (04.03.2019) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენისათვის.
  10. საქმე No:330100117001974282 (30.04.2019) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.   
  11. საქმე No:330100118002702310 (03.05.2019) ამ საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვანის მიმართ.
  12. საქმე No:330100119003143675 (08.01.2020) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ჩადენისათვის.
  13. საქმე No: 330100118002621762 (12.02.2019) ამ საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან პასაჟების ასეთი ფორმალური,    არაფრის მთქმელი და მექანიკური ციტირება გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო ქმნის ილუზორულ განცდას, თითქოს მას აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ცოდნა და იყენებს მას თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთებისას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია ეროვნულ პრაქტიკაში გვჭირდება იმისთვის, რომ მათ კვალდაკვალ განვავითაროთ ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი მიდგომა; ევროპული სულისკვეთება შთავბეროთ ჩვენს კანონებს და, უწინარესად,  იმისთვის, რომ დაგვარწმუნოს სასამართლომ, რომ მისი მსჯელობა და დასაბუთება მწყობრია და მისდევს ევროპულ სტანდარტებს იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომლებზეც მხარეები კამათობენ.

ჩვენი სასამართლო სისტემის მიერ ევროპული სტანდარტების  ფასადური  გამოყენება და  თვალის ახვევა ობიექტური დამკვირვებლისათვის კიდევ უფრო  გვაშორებს  მართლმსაჯულების წინაშე მდგარი ამოცანის შესრულებას, ფუნქციონალურად გამოიყენოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იმ მდგრადი მიზნების შესაბამისად, რომელთა მიღწევასაც ემსახურება მათი იმპლემენტაცია წევრი ქვეყნების ეროვნული მართლმსაჯულების სისტემების მიერ, ევროკავშირის სივრცეში.  

ფორმალობას, რომელიც დაცლილია შინაარსისგან, არ აქვს რესურსი, დაამკვიდროს  მაღალი  სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც ადამიანს დაიცავს და, მეტადრე,  არ შესწევს უნარი,  მას წინ ევროპაში შემავალი კარი გაუღოს.  

სქოლიო
1. კონსტანტინე კორკელია, „რატომ უნდა გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები მართლმსაჯულების განხორციელებისას“, თბილისი, 05/2020
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მე-19-ე მუხლი
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექს,ს 259-ე მუხლი
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 82-ე მუხლის მე-3 პუნქტი
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: მეგი შამათავა