საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "რუსული კანონის" ავტორი პარტიის წარმომადგენლებიათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულორგანიზაციებში. მათ შორის:
მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულარასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა დასხვა საკითხებზე.
დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავადწარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენსაქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმეავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთსაკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთაინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილებისგასაძლიერებლად.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
პლატფორმა სალამ
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საფარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს ევროპული ორბიტა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი
Tbilisi Pride