ბოლო დროს გახშირდა სიტყვიერი თავდასხმა ქალბატონ კელი დეგნანზე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე საქართველოში.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგისთვის“ განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლო სისტემის მოქმედმა თუ ყოფილმა წარმომადგენლებმაც.
ჩვენ გვახსოვს და ვაფასებთ დახმარებას, რასაც შეერთებული შტატები საქართველოს უწევს, მათ შორის, დემოკრატიის გაძლიერების მიზნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ხალხის დახმარება მართლმსაჯულების სფეროში.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოსა და პირადად ელჩ კელი დეგნანს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
იმედი გვაქვს, ცალკეული პირების უპასუხისმგებლო განცხადებები ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.