2013-2023 წლებში, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯამში 383 სიახლე გამოაქვეყნა, მათგან:
198 პრესრელიზი/სიახლე:
81 საინტერესო გადაწყვეტილება:
6 სიახლე – სოციალური სასამართლო:
69 სიახლე – განგრძობადი განათლება:
29 სიახლე – სასამართლო ტური:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე 2013 წლიდან გამოქვეყნებული სიახლეების სტატისტიკა უფრო და უფრო კლებულობს. ყველაზე კრიტიკული 2018 და 2022 წლებია, ვინაიდან ამ პერიოდის განმავლობაში სიახლის სახით ყველაზე მცირე სიახლე (სულ 41) განთავსდა.
თითქმის 10 წლის განმავლობაში, მითუმეტეს კი სააპელაციო სასამართლოსთვის, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალზედ მწირია, რაც სასამართლოს ღიაობასა და გამჭვირვალობაზე არ მეტყველებს.
გაურკვეველია, რა პრინციპით ირჩევს სასამართლო ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას საქმეთა/გადაწყვეტილებების შესახებ. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ უდიდესი ნაწილი სისხლის სამართლის საქმეებზე მოდის, უფრო დეტალურად:
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე მოსამართლეების რაოდენობის შესახებ გამოქვეყნებულია ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.
მაგალითად, მოსამართლეების შესახებ შეჯამებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს შემადგენლობაშია 75 მოსამართლეა, სიის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემების მიხედვით კი 74 მოსამართლეა.
მოსამართლეების შემთხვევაში მითითებული არ არის მათი ბიოგრაფიის ბმული. გარდა ამისა, მოსამართლის თანაშემწის შესახებ ინფორმაცია მითითებულია ყველა მოსამართლის გასწვრივ, გარდა თავმჯდომარისა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწის შესახებ ინფორმაცია არ არის განთავსებული.
საინტერესოა, ასევე, ვებგვერდის აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც დაახლოებით 10 წელია არ განახლებულა.
2015 წლიდან ვებგვერდზე არ განთავსებულა გამოცემებიც, თუმცა იქამდე გამოქვეყნებულია გამოცემები საერთაშორისო სტანდარტების, გადაწყვეტილებებისა თუ დასკვნების შესახებ. ასეთივე მდგომარეობაა ვებგვერდზე ბროშურების განთავსებაზეც - 2015 წლიდან ამ მხრივ ვებგვერდი არ განახლებულა.
პრესსამსახურის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „მედიასთან ურთიერთობის უფლებამოსილება, სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებასთან დაკავშირებით, გააჩნია მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარეს, სპიკერ-მოსამართლესა და პრესმდივანს.“ აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სპიკერი-მოსამართლე თუ პრესმდივანი (ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება ვებგვერდზე), რამდენად ახორციელებენ ამ უფლებამოსილებას უცნობია, რადგამ მათ მიერ გამართული ბრიფინგების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ-სივრცეში არ იძებნება.
უნდა აღინიშნოს, რომ დაინტერესებული პირისთვის სასამართლოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია სარჩელისა და შესაგებლის ფორმები. განთავსებულია, ასევე, განცხადების ფორმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ და ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა, ასევე – არასასარჩელო ფორმები სამოქალაქო საქმეებზე.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს – გამოქვეყნებულია მონაცემები სამივე კატეგორიის საქმეებზე, 2007 წლიდან 2022 წლამდე პერიოდის;ასევე - წლიური ანგარიშები, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე, 2013-2022 წლების მონაცემებით.
რამდენიმე პრობლემას ვხვდებით გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე არ არის მითითებული სასამართლოების ერთიანი ბაზის ბმული, რომლის მეშვეობითაც, დაინტერესებული პირი მიიღებს ინფორმაციას სასამართლოს განრიგისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ, თუნდაც 2020 წლის მონაცემებით.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.