ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე უარს ამბობს

08.07.2023

დღეს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდა „თბილისი პრაიდს“, სხვადასხვა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი დაიცავდნენ მშვიდობიანად შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას. დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ ხელისუფლება საქართველოში რუსული სტილის საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავს. პუტინის ავტორიტარული პროექტი რუსეთში სწორედ ერთ თემზე თავდასხმით დაიწყო, რომელიც ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით დასრულდა.

დღევანდელი ქმედებით ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთისკენ და დაგვაშორა ევროკავშირს. სავალალოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პირობა არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საფარი
დემოკრატიის მცველები
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
კომლის თემი
Tsertili • წერტილი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ფრანკლინის კლუბი
რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
თანასწორობის მოძრაობა
სოლიდარობის თემი
ღია სივრცე კავკასია (COS)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ჯიუტი Geut
ფემინა 
მაისის მოძრაობა
ფემეა
ახალგაზრდა ფემინისტები
ჩართულობის და განვითარების ცენტრი
გურიის სამოქალაქო ცენტრი
Promote Georgia
უფლებები საქართველო
მწვანეები
ჯგუფი ბულიონი 
ტალღა
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
რეპროდუქციული განათლების ჰაბი
თემიდა
GrlzWave
თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
ყვარლის ევროკლუბი
აქტიური სამოქალაქო ინიციატივა 
მიშგოვ ლარდა 
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
Განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
მირაბალდები
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
ფუსფუსი
საორსა