დღეს, 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები:
- ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;
- პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში იყო ის საბჭოს წევრი (2013-2017 წლები), ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
- ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
- ლაშა თავართქილაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
- ეკატერინე კულულაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
- მერაბ ლომიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- ნათია მერაბიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
- გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
- სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე;
- გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- გიორგი გოგინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
განახლება:
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების სია და მათი ავტობიოგრაფიები სხდომის მე-2 დღეს, 2024 წლის 23 თებერვალს გამოაქვეყნა. სიაში ასევე არიან:
- ლიანა კაჟაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
- სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- ალექსანდრე კობაიძე, ადვოკატი;
- პაატა შავაძე, ადვოკატი;
- თამარ ალფაიძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის თანახმად, რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ.
2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ თანამდებობაზე მოსამართლის ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაიწყო.
კანდიდატების შერჩევის ეტაპების შესახებ გთხოვთ, იხილოთ: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ევროკავშირის პირობების შესრულებამდე დაიწყო.
გაეცანით განახლებად ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა 2024 წელს.