18.01.2024

სასამართლოს გუშაგის კონფერენცია ილიას უნივერსიტეტში


2024 წლის 17 იანვარს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამართლის სკოლასთან პარტნიორობით, საქართველოს სასამართლოს გუშაგმა გამართა კონფერენცია თემაზე: „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და სასამართლოს რეფორმა“.

შეხვედრაზე სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლებმა: ნაზი ჯანეზაშვილმა, სალომე კვირიკაშვილმა, მეგი შამათავამ და ანა ჩიქოვანმა ისაუბრეს ევროკავშირის პირობებზე, პარლამენტის მიერ შემუშავებულ "სასამართლო სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე", ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  და 2023 წელს სხდომების მონიტორინგის შედეგებზე. 
 
გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ სხვა პროექტების და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. 

ღონისძიება გაიმართა პროექტის "CourtWatch.ge" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.