2021 წლის 9 დეკემბერს, „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საზოგადოებას გორის რაიონული სასამართლოს პროცესების მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ორგანიზაციამ USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“, რომლის უმთავრეს ამოცანას სასამართლოს განვითარების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტის შექმნა წარმოადგენდა. პროექტი ფოკუსირებული იყო მხოლოდ გორის რაიონულ სასამართლოზე, სადაც მოხალისეებმა სასამართლო პროცესების მონიტორინგი ჩაატარეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ეს არის პირველი მცდელობა, როდესაც მოხალისე მოქალაქეები ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს მონიტორინგის მიზნით, რომლის შედეგადაც მომზადდა ანგარიში.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მოხალისეები გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ესწრებოდნენ 2021 წლის 18 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, საერთო ჯამში დააკვირდნენ 69 სასამართლო სხდომას (აქედან სისხლის სამართლის საქმე - 38, სამოქალაქო - 26, ხოლო ადმინისტრაციული - 5 საქმე).
გორის რაიონული სასამართლოს პროცესების მონიტორინგის შედეგები (ანგარიში) შეგიძლიათ
იხილოთ აქ.