სია - რომელ მოსამართლეებს შეეხებათ კეთილსინდისიერების შემოწმება

04.03.2024
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2023 წლის 14 დეკემბრიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს მიმდინარე წელს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით.

ევროკავშირი საქართველოს წინაშე აყენებს პირობას, რომ სასამართლო სისტემაში გაატაროს საფუძვლიანი რეფორმა, შესაბამისად, ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი, მეექვსე ნაწილი (ნაბიჯი) მართლმსაჯულებას ეხება, რომლის თანახმად საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა:

დაასრულოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, უზრუნველყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი.

ევროკავშირის შეფასებით, 2022 წლამდე სასამართლო რეფორმების ზედიზედ ოთხმა ტალღამ გააუმჯობესა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა და მართლმსაჯულების სისტემის საერთო შესაძლებლობები და ორგანიზაციული მხარე. გარდა ამისა, 2022 წელს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევებს სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში კეთილსინდისიერების გაძლიერების თვალსაზრისით. საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფრო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც შეეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა, მიუკერძოებლობას, სასამართლოს მიმართ ნდობას, ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კეთილსინდისიერებას.

ევროკავშირის პირობების თანახმად, აღნიშნული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელზეც ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაშიც იყო საუბარი, საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე (European Commission, Staff Working Document, Georgia 2023 Report, SWD(2023) 697, 08.11.2023, p.20- 21, para. 2.2.1).

კერძოდ, შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ლიდერულ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.

გარდა ამისა, შეიქმნას სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული  შემოწმების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები საზედამხედველო და საკონსულტაციო მანდატით.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.

ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო ეკა გასიტაშვილს - 2025 წლის ივლისში. ევროკავშირის შეფასებებისა და პირობების შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხოლოდ უვადოდ არჩეული მოსამართლეები დაექვემდებარებიან:

1. ნინო ქადაგიძე - თავმჯდომარე
2. გიორგი მიქაუტაძე - თავმჯდომარის მოადგილე
3. შალვა თადუმაძე - თავმჯდომარის მოადგილე
4. მერაბ გაბინაშვილი
5. ვლადიმერ კაკაბაძე
6. რევაზ ნადარაია
7. თამარ ოქროპირიძე
8. გენადი მაკარიძე
9. მაია ვაჩაძე
10. გოჩა აბუსერიძე
11. მამუკა ვასაძე
12. ნუგზარ სხირტლაძე
13. ლაშა ქოჩიაშვილი
14. მირანდა ერემაძე
15. გიორგი გოგიაშვილი
16. ბიძინა სტურუა
17. ლევან მიქაბერიძე
18. თეა ძიმისტარაშვილი
19. ლევან თევზაძე
20. ნინო სანდოძე
21. ამირან ძაბუნიძე
22. ქეთევან ცინცაძე
23. ლალი ფაფიაშვილი
24. თამარ ზამბახიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები

ევროკავშირის პირობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. ვინაიდან ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარებიან, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიაში არ ვუთითებთ მათ გვარებს.

1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
2. ლევან მურუსიძე
3. დიმიტრი გვრიტიშვილი
4. თემურ გოგოხია
5. ბადრი შონია
6. პაატა სილაგაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, შესაბამისად, შემოწმება უნდა გავრცელდეს მომავალში დასანიშნ კანდიდატზე.
 
კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს პარლამენტის მიერ არჩეულ არამოსამართლე წევრებზე:

1. გიორგი გზობავა
2. ტრისტან ბენაშვილი
3. ზურაბ გურასპაშვილი
4. ლევან ნემსაძე
5. გოგა კიკილაშვილი

სასამართლოების თავმჯდომარეები

1. მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლო
2. ირაკლი ბონდარენკო - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
3. ვასილ მშვენიერაძე - თბილისის საქალაქო სასამართლო
4. ნიკოლოზ მარგველაშვილი - ქუთაისის საქალაქო სასამართლო
5. ეკატერინე კულულაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლო
6. დავით გელაშვილი - ფოთის საქალაქო სასამართლო
7. მამია ფხაკაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლო
8. როინ კახიძე - ამბროლაურის რაიონული სასამართლო
9. ანაიტ ოგანესიან - ახალციხის რაიონული სასამართლო
10. არარატ ესოიან - ახალქალაქის რაიონული სასამართლო
11. გიორგი გრატიაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო
12. კობა გოცირიძე - გორის რაიონული სასამართლო
13. ნანა ჩალათაშვილი - გურჯაანის რაიონული სასამართლო
14. შოთა ნიკურაძე - ზესტაფონის რაიონული სასამართლო
15. ირაკლი აბშილავა - ზუგდიდის რაიონული სასამართლო
16. ვლადიმერ ხუჭუა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
17. მარინე ცერცვაძე - თელავის რაიონული სასამართლო
18. მორის (ვაჟა) ფუხაშვილი - მცხეთის რაიონული სასამართლო
19. ლევან მეშველიანი - სამტრედიის რაიონული სასამართლო
20. ივანე ყიფიანი - საჩხერის რაიონული სასამართლო
21. ლევან ნუცუბიძე - სენაკის რაიონული სასამართლო
22. გიორგი ბუხრაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლო
23. მევლუდ ხათაშვილი - ხაშურის რაიონული სასამართლო
24. გოჩა ფუტკარაძე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

  • რაც შეეხება დანარჩენ ორ სასამართლოს, ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე არ ჰყავს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კონკრეტულად არ არის ნახსენები ევროკავშირის პირობებში, თუმცა აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები. ამის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებიც უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმებას.

ვინაიდან ზოგიერთი კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე საბჭოს წევრია და ზოგიერთ სასამართლოში კოლეგიას/პალატას არ ჰყავს თავმჯდომარე, ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპის მონაცემებით, საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება:

1. ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე
2. მალხაზ ოქროპირაშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
3. სერგო მეთოფიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე

ამდენად, კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს არა ყველა მოსამართლე, არამედ დაახლოებით 60 პირი, რომლებსაც უკავიათ წამყვანი პოზიციები სასამართლო სისტემაში, შესაბამისად წინამდებარე (სავარაუდო) სია სწორედ ამ პრინციპით იქნა შედგენილი.