იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 28 ივნის გამართულ სხდომაზე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა.
განკარგულების (N1/52) თანახმად, კონკურსი სულ 17 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, კერძოდ:
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 100 ვაკანტური ადგილია მოსამართლეთა თანამდებობაზე, მხოლოდ 17 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება აჩენს კითხვებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემაში საქმეთა გაჭიანურება ერთ-ერთიო მწვავე პრობლემაა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ბოლოს 2022 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა, მოსამართლეთა 76 ვაკანტურ თანამდებობაზე. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში თავდაპირველად გასაუბრება დაინიშნა 21 პირთან, თუმცა რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. საბოლოოდ, კონკურსის შედეგად თანამდებობაზე დაინიშნა 8 მოსამართლე, აქედან:
ამავე თემაზე ვრცლად: „მოსამართლეთა თანამდებობაზე კონკურსის შედეგად სასამართლო სისტემაში ახალი კადრი არ შესულა".
ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა მოსამართლეობის მსურველთა რაოდენობა. მაგალითად, თუ 2015 წელს 61 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 104-მა პირმა წარადგინა განაცხადი, ბოლო შემთხვევაში - 76 ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ 21 მსურველი დარეგისტრირდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იცილოთ სასამართლოს გუშაგის განცხადებაში.
არსებული რეალობის გათვალისწინებით შესაძლოა ითქვას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მხოლოდ 17 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება არ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოს სისტემის წინაშე დგას, საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით, რომლის საბაზისო ღონისძიება სასამართლო სისტემის მოსამართლეთა საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფა უნდა იყოს.