სასამართლოს სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ჩაკეტილი სისტემა, არამედ რიგ შემთხვევაში "მოძველებული" და არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ჩანაწერიცაა. ამის ცალსახა მაგალითია წესი, რომლის თანახმადაც მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას სამართალდარღვევის საქმის განხილვისას. მოსამართლეები, ანტიდასავლურ აქციებზე დაკავებული/დაჯარიმებული პირების საქმის განხილვის სხდომებზე ხშირად არც ინტერესდებიან, ან/და დაზარალებულს სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფაქტის გაჟღერების შესაძლებლობას არ აძლევენ.
დაკვირვებული სხდომებიდან 27 სხდომაზე გაუზიარა პირმა მოსამართლეს სამართალდამცავის მიერ მისი ცემის ფაქტი. რიგ შემთხვევაში აღნიშნული განცხადება დასტურდებოდა ჯანმრთელობის შესახებ ცნობით ან/და სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანებებითაც კი. მოცემული 27 შემთხვევიდან:
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.