23 მაისს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა გურჯაანში მედიის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის სასამართლო რეფორმის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სემინარი ჩაატარა.
სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა, ორგანიზაციის პროექტის „სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ინდექსის“ შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებაზე მომხსენებლები იყვნენ ანალიტიკოსები - ქეთი გაჩეჩილაძე და მეგი შამათავა:
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დისკუსია ძირითადად შეეხებოდა გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე, მათ შორის სასამართლოების მუშაობის ორგანიზების თვალსაზრისით.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.