27 აპრილს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა მედიის ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ზუგდიდში სემინარი ჩაატარა თემაზე: სასამართლო რეფორმის აქტუალური საკითხები.
შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ იურისტები - ნიკა სიმონიშვილი და მეგი შამათავა.
ნიკა სიმონიშვილმა მოსამართლეთა დანიშვნები და სასამართლოში კორპორატივიზმის საკითხები მიმოიხილა.
მეგი შამათავამ კი ორგანიზაციის პროექტის „სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ინდექსის“ პრეზენტაცია გამართა და სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი რეგულარულ რეჟიმში ატარებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მედიის, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.
ღონისძიება ჩატარდა სასამართლოს გუშაგის პროექტის „საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.