საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა

05.10.2022

5 ოქტომბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა წარადგინა რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეთა დაწინაურება; მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება; მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება (კეთილსინდისიერების კრიტერიუმი); სასამართლოს კოლეგიების და პალატების თავმჯდომარის უფლებამოსილება; მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადების ვადები; მოსამართლეების მიერ სასამართლო სისტემაში ნათესაური კავშირების დეკლარირების ვალდებულება; სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობა და სხვ.

სასამართლოს გუშაგი გეგმავს 15-ზე მეტი საკანონმდებლო წინადადების წარდგენას საქართველოს პარლამენტში.