ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.
ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.
რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.
ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ააიპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- ააიპ იურიდიული განათლების ფონდი
- ააიპ "საათი"
- ააიპ რაჭის ტურისტული კლუბი
- ააიპ სტეფანწმინდა
- აგროგარემო TV
- ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი
- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
- ათინათი
- ალტერნატივა ჯორჯია
- არ გადადო
- არასამთავრობო ორგანიაზაცია "უფლებებისა და განათლებისათვის"
- ასოციაცია ,,დეა"
- ასოციაცია "ათინათი"
- ასოციაცია "ევროპის დროით"
- ასოციაცია "მერკური"
- ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
- აფხაზური ამბები
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
- ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
- ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი
- Ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის / Youth for Democractic Changes
- ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
- ახალგაზრდობის განვითარობის ცენტრი-XXI
- ახალგაზრდული ალტერნატივა
- ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია - აირა
- ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
- ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
- ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები
- ბათომი
- ბათუმელები
- ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი'
- ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი"
- განათლება და სამყარო
- განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
- განვითარების კერა
- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია" ეკო"
- გეოპოლიტკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
- გერგარტი
- გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
- გორის საინფორმაციო ცენტრი
- გურია ნიუსი
- გურიის მედიატორთა ასოციაცია
- გურიის სამოქალაქო ცენტრი
- დავიწყოთ ახლა
- დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი
- დემოკრატ მესხთა კავშირი
- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- დემოკრატიის მცველები
- დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
- დრანდა
- ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
- ევროპის ფონდი
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- თავისუფალი მედია სივრცე/გურიაTV
- თანადგომა
- თანასწორობა 17
- თბილისი პრაიდი
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
- თელავი ჩემი ქალაქია
- თემის განვითრების ცენტრი "პროგრესი"
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იმერეთის განვითარების ცენტრი
- ინდიგო
- ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი
- ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი
- კავკასიური დიალოგი
- კავშირი "ქალი და რეალობა"
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- კომლი
- კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
- კულტურულ-ისტორიული, სამოგზაურო პლატფორმა "მოგზაური"
- ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა
- ლომეკი
- მედია კლუბი
- მედია სახლი "სამხრეთის კარიბჭე"
- მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე
- მედია ფონდი - ლაივპრესი
- მედია ცენტრი კახეთი
- მედიაომბუდსმენი
- მედიაჩეკერი
- მედიის ინსტიტუტი
- მეწარმე ქალთა ფონდი
- მთავარი არხი
- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
- მიშგოვ ლარდა
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
- მომხმარებელთა უფლებების ცენტრი
- მსახიობთა “გილდია”
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
- მშობელთა კავშირი "ჩვენი შვილები"
- მშობლები განათლებისთვის
- მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი
- მწვანე ალტერნატივა
- მწვანე სექტორი
- ნაბიჯი მომავლისაკენ
- ნაბიჯი წარმატებისკენ
- ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)
- ნეო ტვ
- ნეოგენი
- ნეტგაზეთი
- ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო
- პირველი ნაბიჯი საქართველო
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
- პლატფორმა სალამ
- პრევენცია პროგრესისთვის
- პროექტი 64
- პუბლიკა
- ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის
- ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
- რადიო "ძველი ქალაქი"
- რადიო თავისუფლება
- რადიო მარნეული
- რაჭის სათემო ორგანიზაცია
- რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი''
- რეგიონული გაძლიერება დემკრატიისთვის
- რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- საზოგადოება ბილიკი
- სათემო განვითარების ცენტრი
- სათემო ფონდი ლელი
- საინიციატივო ჯგუფი "როდემდე"
- საინიციატივო ჯგუფი "ჩვენი სივრცე"
- Საინფორმაციო რესურსების ქსელი
- საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
- საკვალიფიკაციო ცენტრი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
- სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
- სამოქალაქო იდეა
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმა"
- სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში "
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
- სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი "აისი"
- სატელევიზიო ქსელი
- საუნჯე
- საფარი
- საქართველოს EMDR საზოგადოება
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ევროკლუბები
- საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია '' აღორზინება 2002 ''
- საქართველოს მედია-კლუბი
- საქართველოს მომავლის აკადემია
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
- საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- საქართველოს სასოფლო დარბაზი
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლვევის ფონდი
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
- საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" (CHCA)
- სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის
- სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
- სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ქედელი
- სოლიდარობის თემი
- სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სოციალური საწარმო "გუმბათი"
- სსმ
- სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
- სტუდია მონიტორი
- სტუდია რეკ
- სწავლებისა და კვლევების ცენტრი
- ტელეკომპანია კავკასია
- ტვ პირველი
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ტყიბულის რაიონის განვიტარების ფონდი
- უფლებები საქართველო
- ფემინა
- ფერადი სივრცე
- ფონდი აფხაზინტერკონტი
- ფონდი "ინტერნიუსი-საქართველო"
- ფონდი აფხაზინტერკონტი
- ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
- ფორმულა
- ფრანკლინის კლუბი
- ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია
- ფუსფუსი - Puspussy - შენი უსაფრთხო სივრცე
- ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად"
- ქალთა ასოციაცია გვირილა
- ქალთა ასოციაცია თანხმობა
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- ქალთა ფონდი საქართველოში
- ქალთა ფონდი სოხუმი
- ქალი და განვითარება
- ქართული მედია ჯგუფი"
- ქვემო ქართლის მედია
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"
- ქვიარ ასოციაცია - თემიდა
- ქვიარი
- ქუთაისიპოსტი
- ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
- ღია საზღვრები
- ღია სივრცე კავკასია (COS - Caucasus Open Space)
- ღონე ქვეყნისა
- შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "' სიფა 2002 ""
- შიდა ქართლის ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“
- შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
- შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი ალიანსი
- შშმ ქალთა ალიანსი
- ჩართულობის და განვითარების ცენტრი
- ჩემი ქალაქი მკლავს
- ცოდნის კაფე
- წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი
- წყალტუბო ლაიონს კლუბი
- ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
- Association HERA XXI
- CDC
- CDD - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
- dev.ge
- EECMD
- IBDIPC
- JA Georgia
- JAMnews
- OC Media
- On.ge
- Penal Reform International
- Qartli.ge
- Radio WW
- SOVA NEWS
- TOK TV
- tv12
- ufleba.ge
- Women for Health
- World Vision საქართველო
- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
- ედ ჰოკ რეაგირების ცენტრი
- ფონდი მზესუმზირა
- Weg
- საორსა
- კოდის სათემო განათლების ცენტრი
- პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
- ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
- ასოციაცია ცხოვრების შანსი
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
- ააიპ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”
- ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი/ სამართლიანი არჩევნები(ISFED)
- თელავის სამაგიდე თამაშების კლუბი
- ალტერნატივა ჯორჯია
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
- მედიის განვითარების ფონდი
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
- მარნეულის სათემო ცენტრი
- ახალი აზროვნების ინსტიტუტი
- ყვარლის ევროკლუბი
- საქართველოს გაეროს ასოციაცია
- UNI.GE